ბენზემა:„„რეალთან“ ახალ კონტრაქტზე ჯერ არ მისაუბრია“
კარიმ ბენზემამ „რაიო ვალეკანოსთან“ დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. მარტივი თამაში არ გვქონდა, მეტოქე მომენტებს ქმნიდა და გახსნილი თამაში შემოგვთავაზა. ვფიქრობ, მაყურებლებმა სიამოვნება მიიღეს.“
„მინდვრის საფარი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში ნამდვილად არ იყო. ჩვენ ამ მხრივ პრობლემები გვექმნებოდა, ვინაიდან სისწრაფეების განვითარება საკმაოდ რთული ამოცანა გახლდათ.“
„ახალი კონტრაქტი „რეალთან“? ჩემი პოზიცია ცნობილია, მაგრამ სამეფო კლუბთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. მადრიდისტა ვარ და ვტკვები ყოველი დღით, რომელსაც „მერენგების“ რიგებში ვატარებ.“
„400 გამარჯვება? ეს არის სიზმარი, რომელიც რეალობაში ხდება.“
- 27 თებერვალი 2022
- 993
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.