Marca - მბაპეს და ჰოლანდის გამადრიდელება გადაწყვეტილია!
ესპანური მარკა და კიდევ რამდენიმე გამოცემა იუწყება, რომ ფლორენტინო პერესი ჰოლანდს და მბაპეს ერთად დაიმატებს. ექსპერტები პრეზიდენტს არწმუნებენ, რომ ნორვეგიელი ფრანგ შემტევთან თავსებადია და ისინი აუცილებლად უნდა დაიმატოს...
პერესს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ორივე მოთამაშისთვის 100%-ით დაიხარჯება. გუნდიდან მარსელოს, ბეილის, ისკოსა და სხვების წასვლა სახელფასო ფონდს გარკვეულწულად გაათავისუფლებს და პრეზიდენტი მბაპესა და ჰოლანდისთვის ასტრონომიული ხელფასის გადახდას შეძლებს.
ხოსე ფელიქს დიასის განცხადებით და ინფორმაციით, მსოფლიოს ორი კაშკაშა ვარსკვლავი მომდევნო სეზონიდან ბერნაბეუზე ითამაშებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მეგატრანსფერების შესახებ მადრიდის „რეალი“ სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან მალევე განაცხადებს.
- 26 თებერვალი 2022
- 2 574
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.