„რეალის“ წარმომადგენლობა გერმანიას ესტუმრება
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, გუნდის სპეციალური წარმომადგენლობა გერმანიას ეწვევა, სადაც „დორტმუნდის“ ხელმძღვანელობას შეხვდება...
შეხვედრის მთავარი თემა ერლინგ ჰოლანდის სამეფო კლუბის რიგებში ტრანსფერი იქნება. პერესი მოცდას აღარ აპირებს და თვლის, რომ ნორვეგიელი ფეხბურთელის დამატება უნდა შეძლოს.
სეზონის ბოლომდე, ჰოლანდის საკითხი უკვე გარკვეული იქნება, შემდეგ კი „ბლანკოსი“ მთელ ყურადღებას მბაპეს გამადრიდელებაზე გადაიტანს.
არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებებში ფეხბურთელის აგენტი, მინო რაიოლაც ჩაერთვება, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.
ფლორენტინოს სურს, რომ 2022/23 წლების სეზონს მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო თავდასხმის ხაზით შეხვდეს.
- 26 თებერვალი 2022
- 749
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.