ფერლან მენდი მადრიდის „რეალს“ ტოვებს?
ესპანური გამოცემების ცნობით, ფერლან მენდიმ სეზონის ბოლოს შესაძლოა მადრიდის „რეალის“ რიგები დატოვოს. საკმაოდ მოულოდნელ ამბავს თავისი მიზეზები აქვს...
2020 წლიდან მოყოლებული ფრანგი ფეხბურთელი ხელფასის გაზრდას ითხოვს, ვინაიდან მისი შემოსავალი მინიმალურია და გაცილებით ჩამოუვარდება თანაგუნდელების ხელფასებს.
მენდი მიიჩნევს, რომ „ბლანკოსისთვის“ საჭირო და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ის გუნდისთვის ყოველთვის თავდადებით იბრძვის, რაც აუცილებლად უნდა დაფასდეს.
ფერლანი ხელმძღვანელობას მიმართავს და მზად არის, ახალ კონტრაქტს ხელი მოაწეროს, თუმცა მისი ხელფასი მინიმუმ 3-4 მილიონი ევროთი უნდა გაიზარდოს.
როგორც სჩანს, ფლორენტინო პერესი ამ ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს, რამაც ურთიერთობები დაძაბა.
OKDiario კი გვაცმნობს, რომ სეზონის ბოლოს შესაბამისი წინადადების მოსმენის შემთხვევაში, „ბლანკოსი“ მენდის გაყიდის და სხვა მარცხენა მცველს მოიყვანს.
- 26 თებერვალი 2022
- 2 531
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.