გრავენბერხის მიმართ ინტერესი იზრდება
რაიან გრავენბერხი მსოფლიო გიგანტების ყურადღების ეპიცენტრშია. მადრიდის „რეალი“, კატალონიის „ბარსელონა“, მიუნხენის „ბაიერნი“ და ტურინის „იუვენტუსი“ ახალგაზრდა და ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელის დამატებაზე ზრუნავენ...
ფლორენტინო პერესი გრავენბერხს ჩუამენის ალტერნატივად განიხილავს, მაგრამ ფაქტია, რომ მოთამაშის დამატება მარტივი არ იქნება.
გრავენბერხის ფასი 35 მილიონ ევრომდეა, თუმცა „აიაქსი“ მსურველების რაოდენობის ზრდის გამო მოთამაშის ფასის გაზრდაზეც ფიქრობს.
ესპანელი მიმომხილველები და ანალიტიკოსები სამეფო კლუბის პრეზიდენტს დროულად გააქტიურებისკენ მოუწოდებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ კონკურენციის ზრდასთან ერთად ტრანსფერი გაპრობლემდება.
- 25 თებერვალი 2022
- 565
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.