ასენსიო კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს?
ესპანური გამოცემების ცნობით, სეზონის ბოლოს მარკო ასენსიოს და „რეალის წარმომადგენლობა ერთმანეთს შეხვდება. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, „ბლანკოსი“ ვილემსენს გაყიდის, ვინაიდან მის კონტრაქტი ვადა 2023 წლის 30 ივნისს გასდის...
არსებული ინფორმაციით, „ბლანკოსის“ მაგიდაზე უკვე დევს მიუნხენის „ბაიერნის“ 50 მილიონიანი წინადადება, რომელიც პერესისთვის სავსებით მისაღებია. თუ ახალი კონტრაქტი არ დაიდება, სამეფო კლუბი „რეკორდმაისტერს“ უარს არ ეტყვის.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ბაიერნის“ ვარიანტს ასენსიოც სიმპატიით უყურებს.
თუ მარკო გერმანიაში წავა, მიუნხენური გრანდი მას 5 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს და ხელფასს 1.8 მილიონი ევროთი გაუზრდის.
- 25 თებერვალი 2022
- 1 975
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.