პელეგრინი მისი წასვლის დეტალებზე საუბრობს
მანუელ პელეგრინიმ ისაუბრა მის წასვლასთან დაკავშირებულ დეტალებზე.
მსოფლიოში ცოტაა ისეთი მწვრთნელი, რომელიც მადრიდის "რეალში" შეძლებს მოხვედრას. ალბათ ამისთვის ნამდვილი პროფესიონალი უნდა იყო, მართალია მე "რეალის" მწვრთნელი მხოლოდ 1 წლით ვიყავი, მაგრამ ჩემმა გუნდმა ლა ლიგაში კარგი შედეგი აჩვენა, რითაც მე ძალიან ვამაყობ. აქ მოხვედრა იგივეა, რაც მაღალი კლდის მწვერვალში ასვლა. მე არ ვაპირებ ჩემი კარიერა "სამეფო კლუბით" დავასრულო. მე შემეძლო წავსულიყავი "მანჩესტერ იუნატედში", ან "მილანში", თუმცა გადაწყვეტილების მიღება ჯერ გვიანი არ არის."
მანუელს შეთავაზებები "ლივერპულიდანაც" ჰქონდა, და ასევე ბევრი პრიმერა დივიზიონის გუნდებიდან. "ყოველთვის ვამბობდი, რომ ესპანეთი ძალიან მომწონს, მე აქ 6 წელი გავატარე და კარგი იქნებოდა თუ კარიერას აქ გავაგრძელებდი. ესპანეთში საუკეთესო მწვრთნელად მაღიარეს და კარგი სახელიც მაქვს, რაც დამეხმარება გადავიდე სხვა მაღალი დონის კლუბში. ახლა ჩემი მიზანია დავისვენო, სექტემბერში კი ალბათ სამუშაოს დავუბრუნდები."
"მე მადრიდელებმა "ბარსელონასთან" წაგება "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვერ მაპატიეს. სწორედ ეს იყო ჩემი გაშვების მიზეზი. ფეხბურთელები ჩემს მიმართ კარგად იყვნენ განწყობილი. წინ 7 მატჩი გველოდა. ფეხბურთელებს შეეძლოთ ტიტულისთვის ხელი ჩაექნიათ, მაგრამ ისინი ბოლომდე იბრძოდნენ ტიტულის მოსაგებად, თუმცა უშედეგოდ." დაასრულა ჩილელმა სპეციალისტმა მანუელ პელეგრინიმ.
ინფორმაციის წყარო Defensacentral.com
- 20 ივლისი 2010
- 1 817
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.