კურტუა:„ბავშვობაში კასილიასის სურათები მქონდა, ახლა კი სიზმარში ვარ“

ტიბო კურტუამ „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც ბევრ საინტერესო საკითხზე გაამახვილა ყურადღება...

„ჩვენ ვიცით, რომ ყველა თამაშის მოსაგებად 1 გოლის გატანა არ არის საკმარისი და მეტოქის კარი რამდენჯერმე უნდა ავიღოთ, რადგან ჩვენი კარი ყოველთვის დაცული არ არის. ამ სეზონში ბევრი მატჩი დაფიქსირდა, სადაც კარი მშრალად შევინახე და გუნდმა მინიმალური სხვაობით მოიგო, თუმცა კიდევ უფრო მეტი მსურს. ტემპი არ უნდა დავაგდოთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ, სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი.“

„მსოფლიოს საუკეთესო მეკარე? თუ ვინმე ასე ფიქრობს, ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და მოტივაციის მომცემია, თუმცა მერწმუნეთ, მთავარია გუნდის ფეხბურთელებისგან, მწვრთნელისგან და ზოგადად მადრიდისტებისგან მივიღო კომპლიმენტები.“

„როდესაც ადამიანი ბედნიერია, საკუთარ საქმეს უკეთესად აკეთებს. ჩემთვის მადრიდში ყოფნა დიდი სიხარულია ტოლსწორია. შარშან საუკეთესო სეზონი მქონდა, მაგრამ გუნდი უტიტულოდ დარჩა, რაც ნამდვილად არ იყო მისაღები შედეგი. ვფიქრობ, მადრიდში საუკეთესო ეპოქა მაქვს და კიდევ შემიძლია მომატება. ამისთვის ბევრს ვშრომობ.“

„მადრიდი ჩემი სახლია და სამუდამოდ აქ დარჩენას ვფიქრობ. ესპანური ენა ბრწყინვალედ ავითვისე. ესპანეთს პირველად 11 წლის წინ ვესტუმრე და დღევანდელი გადასახედიდან აქაური კულტურა და ცხოვრების სტილი ძალიან მომწონს.“

„ანჩელოტი მომთხოვნი და ამასთანავე მეგობრული მწვრთნელია. ის ყოველთვის მესაუბრება და მთხოვს, რომ თამაშში მაქსიმალურად ჩართული ვიყო. ვცდილობ, ფეხით თამაშის დროსაც სიზუსტე გამოვიჩინო, თუმცა უმთავრესი მოთხოვნა რა თქმა უნდა „სეივებია“ და ამაში გასაკვირს ვერაფრს ვხედავ.“

„ამ ბოლო დროს პენალტების მოგერიების კუთხით სერიოზული პროგრესი მაქვს. გოლკიპერთა მწვრთნელებთან ერთად აღნიშნულ კომპონენტზე ბევრს ვმუშაობ, ვიდეოებს ვშიფრავ და ვცდილობ გავიგო, რა ტრაექტორიით წავა ბურთი. მეტოქის შესწავლა ყოველთვის კარგი შედეგის მომტანია.“

„ჩემი მშობლები ფრენბურთს თამაშობდნენ, მთელი ბავშვობა ქვიშებზე გავატარე, სადაც სპორტის ამ სახეობით ვკავდებოდი. დიახ, ეს ძალიან დამეხმარა მეკარეობაშია, რასაც მოჰყვა პროფესიონალურ დონეზე თამაში და ძალიან ძლიერ სპეციალისტებთან მუშაობა.“

„ვცდილობ, ვარჯიშის დაწყებამდე 1 საათით ადრე გამოვცხადდე ბაზაზე და გავხურდე. მეკარეებს ყოველთვის განსხვავებული პროგრამა გვაქვს, რადგან მოედანზე სპეციფიკური საქმით ვარ დაკავებულები. ვარჯიშის შემდეგ არაერთხელ დავრჩენილვარ ბაზაზე.“

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მადრიდის „რეალის“ მთავარი მეკარის სტატუსს მივიღებდი. ოთახში იკერ კასილიასის სურათები მქონდა და მადრიდის „რეალის“ მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესი მამოძრავებდა. ეს ყველაფერი სიზმარში ცხოვრებას ჰგავს.“

„მეკარეობას აუცილებლად სჭირდება დიდი გამოცდილება. 16 წლის ვერ იქნები ისეთი, როგორიც 28 წლის ასაკში. გამოცდილებას, ბევრი თამაშის ჩატარებას და მანერების დახვეწას ბევრი პროგრესი მოაქვს.“

„მადრიდის „რეალთან“ ერთად დიდი მიზნები მამოძრავებს და ზუსტად ვიცი, რომ მწვერვალებს დავიპყრობ, ჩემთვის აქ ყოფნა საამაყოა და წლების მანძილზე ვეცდები მოწოდების სიმაღლეზე დგომას.“

  • Hala
  • 25 თებერვალი 2022
  • 544
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)