უბრალოდ ვისენტე დელ ბოსკე

მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებიდან 8 საათის გასვლის შემდეგ, ვისენტე დელ ბოსკემ ჩვეულებისამებრ აუღელვებლად გააჩერა საკუთარი მანქანა ავტოსადგომთან და გაემართა გამომცემლობა "As"– თან ინტერვიუს ჩასაწერად. ვისენტე დელ ბოსკე უბრალო ადამიანია, რომელიც ყოველთვის პირდაპირობას ირჩევს. ის წარმოშობით „მადრიდის რეალიდანაა“ , მან „თეთრებში“ საერთო ჯამში 36 წელი გაატარა.

ალბერტო გარსია კოლიადოს, ალბათ მოუწევს ვისენტე დელ ბოსკეს წარმატებებზე ემოციურად საუბარი, ვინაიდან, როგორც წესი მას სულ სხვა ტემბრის ხმა აქვს, როცა ეროვნული ნაკრების მწვრთნელზე საუბრობს. არც თუ ისე დიდი დრო გავიდა, რაც იგი პენსიაზე გავიდა, მას შემდეგ , რაც 49 წლის მანძილზე იმოღვაწევა „მადრიდის რეალის“ სკოლაში.

ამჟამად კი ის ამ ტრიუმფით საკუთარ სახლში სანტა–პალაში (ალიკანტე) ხარობს. ეს ადგილი შემთხვევით არ აურჩევია , სწორედ იგია ლეგენდარული სანტიაგო ბერნაბეუს მშობლიური ქალაქი. ქალაქი, სადაც ის დაიბადა და სადაც დაბრუნდა სიცოცხლის ბოლო წუთების გასატარებლად. იქვე არის „მადრიდის რეალის“ ლეგენდარული პრეზიდენტის ძეგლიც. სწორედ ამ ადგილს მიაკითხა წინა კვირას ალბერტო გარსიამ, იმისთვის რომ ხმამაღლა ეთქვა:

„აი, შეხედეთ დონ სანტიაგო, რა გააკეთა ვისენტემ.“

იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ იმ ადამიანის წარმომავლობა, რომელმაც ესპანეთს ამხელა სიხარული მიანიჭა, აუცილებელია გადავვარდეთ იმ სკოლის მიკროსამყაროში, სადაც თავად ბერნაბეუ გაიზარდა.

არისტოკრატი

დონ ბერნაბეუს ლიდერული ნიჭის წყალობით კლუბში მარტივი იდეოლოგია დამკვიდრდა, რომელიც თავისი მნიშვნელობით და შინაგანი კანონებით ძალზედ ახლოს იდგა რელიგიურ კანონებთან. მის მთავარ უპირატესობას და ღირსებას წარმოადგენდა ის, რომ მასში მამოძრავებელი ძალა იყო სიმკაცრე, შრომა, თავმდაბლობა და სამართლიანობა. „მადრიდის რეალმა“ ხომ მის რიგებში მოთამაშე ფეხბურთელების დახმარებით მოახერხა საკუთარი ღირებულებების საფეხბურთო მოედანზე გავრცელება. ეს მოხდა იმ ფეხბურთელების დახმარებით, რომლებსაც აერთიანებდათ ერთი იდეა, რომელიც მათ აყალიბებდა, როგორც „არისტოკრატებს“.

რამდენიმე ათწლეულების მანძილზე ეს წეს–ჩვეულებები გადაეცემოდა მწვრთნელიდან ფეხბურთელებს, მმართველებიდან მოსამსახურეებს, მიგელ მუნიოსიდან ლუის მოლოვნის , ლუის მოლოვნიდან ვისენტე დელ ბოსკეს. თვითონ დელ ბოსკე საკუთარ კარიერას მაგისტრის წოდებით დაასრულებს. ეს წოდება მას მიენიჭება, როგორც მწვრთნელს და არა როგორც მოთამაშეს. მიუხედავად ამისა, ასეთი სახის წოდება, თავის თავში ყოველთვის ყველაფერს მოიცავს, მათ შორის პერიოდს, როცა მან საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ხელი მწვრთნელობას მოჰკიდა, იგი მოიცავს ასევე იმ პერიოდსაც, როცა დელ ბოსკე „მადრიდის რეალის“ კანტერის დირექტორად დაინიშნა. ამჟამად კი რამოდენიმე თვისებებს, რომლებიც დამახასიათებელი იყო იმ დროინდელი „ძველი პროფესორებისთვის“ ნათლად იგრძნობა მსოფლიოს ჩემპიონის მიდგომებში.

მიგელ მალბოს შემთხვევა

დიახ, იყო ოდესღაც „მადრიდის რეალი“, რომლისგანაც მისი ბოლო დროინდელი მმართველების შიზოფრენიის გამო ბევრი არაფერი დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა „არისტოკრატია“ კვლავ რჩება ხმარებაში, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ იგი დაძველდა და როგორც იტყვიდან „მოდიდან გადავიდა/ამოვარდა/მოდაში არ ჯდება“. ის ნელ–ნელა უფრსკულისკენ მიემართება. შეიძლება ითქვას, რომ ეს გარდაუვალიც იყო, ვინაიდან ფეხბურთი ნელ–ნელა კი არა და უფრო უპრიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ჩქარი ტემპებით ბიზნესად ყალიბდება. იმ ძველი სკოლის წარმომადგენელები კი ნელ–ნელა უხმაუროდ და ჩუმად მიდიან/გადიან პენსიაზე. ეს იმდენად ჩუმად და უხმაუროდ ხდება, რომ ბევრი მათგანისთვის მხარდაჭერის სიტყვებიც კი არ უთქვამთ. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ჩუმად წავიდნენ. მათი ასეთი წასვლა კი დაემსგავსა პატარა ბიუროკრატიულ ქმედებებს: უგულო ჩინოვნიკების წინაშე დოკუმენტებზე ხელის მოწერა.

ის ადამიანები ფასდაუდებელ შრომას ეწეოდნენ პირდაპირ მოედანზე. იხარჯებოდნენ და შრომობდნენ ორშაბათიდან კვირამდე, ავითარებდნენ საკუთარ მეხსიერებას მხოლოდ იმ მიზნით, რომ არ დაევიწყებინათ სახელი და ოჯახური მდგომარეობა იმ თითოეული ახალგაზრდისა, რომელიც ახალ ნაბიჯებს დგამდა კლუბის ძველ ბაზაზე „სიუდად დეპორტივოზე“. ისინი იყენებდნენ ამ ახალგაზრდების პირად საქმეებს იმისთვის, რომ არაფერი გამორჩენოდათ. ეს ადამიანები უკეთეს შემთხვევაში გავიდნენ პენსიაზე ან უარეს შემთხვევაში გარდაიცვალნენ. მაგალითად: მიგელ მალობოს შემთხვევა მოვიყვანოთ, იგი გახლდათ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა „მადრიდის რეალის“ კანტერაში და დელ ბოსკეს უერთგულესი თანამშრომელი, რომელიც ითხოდა, რომ „ბერნაბეუს“ გვერდით მოხუცთა თავშესაფარი აეშენებინათ, იმისთვის, რომ მოხუცებისთვის საკუთარი მშობლიური სტადიონთან ახლოს სიკვდილის საშუალება მიეცათ. "ასეც იყო". ის სპორტული ბაზა ექსკავატორების მეშვეობით აღგავეს მიწისაგან პირისა და მის ადგილზე 4 ცათამბჯენი წამოჭიმეს. ეხლა უკვე „ვალდებაბასი“, „მადრიდის რეალის“ კანტერას ახალი შტაბბინა. თეთრების თითოეულ ახალგაზრდულ და საბავშო კლუბს აქვს საკუთარი ხუთვარსკვლავიანი გასახდელი, რომელსაც საკუთარი პერსონალი ემსახურება, იმისთვის რომ 12 წლის ბავშვებმა თითოეული ვარჯიშის შემდეგ სუფთა ტანსაცმელი მიიღონ.

თეთრი ბიოგრაფია.

ვისენტე დელ ბოსკე ჩამოყალიბდა იმ სკოლაში, რომელიც ეხლა მოძველებულად გვეჩვენება. „მადრიდის რეალი“ გახდა მისი უნივერსიტეტი. სხვანაირად შეუძლებელია იმ ადამიანზე საუბარი, რომელიც „მადრიდის რეალში“ იღვწოდა 16 წლიდან . მას არ ჰქონდა სხვა განათლება, გარდა იმისა, რომ 36 წლის მანძილზე იღებდა უმაღლეს განათლებას ერთ კლუბში. გამონაკლისი ის 8 თვეა, რომელიც მან თურქეთში გაატარა, სადაც ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ არც თუ ისე დიდი გამოცდილება შეიძინა და ამას დამატებული ის ორი წელი, რომელიც მან ესპანეთის ნაკრების თავკაცის რანგში გაატარა. სხვა მხრივ ვისენტე დელ ბოსკეს ბიოგრაფია მთლიანად თეთრადაა შეღებილი. მას სხვა რამის არაფერი გაეგება. ცუდია თუ კარგი, არ აქვს მნიშვნელობა, მისი წარსული ამ სკოლაში დაიწერა. როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში, მასთან დამშვიდობებაც გულდასაწყვეტი აღმოჩნდა: მას კორიდორში დაემშვიდობნენ , სკამიც კი არ შეუთავაზებიათ დასაჯდომად ისე. ასეთია ვისენტე დელ ბოსკე, რომელიც არ შეცვლილა და დარჩა იმ დელ ბოსკედ, რომელსაც ადრე იცნობდნენ. იგი ისევე არ შეცვლილა, როგორც არ შეცვლილა მისი ულვაშები.

მხოლოდ ერთი დღე იყო გასული, რაც მას და მის შეგირდებს საოცარი დახვედრა მოუწყვეს მადრიდში, სულ რაღაც 48 საათი იყო გასული, რაც ის შეეხო მსოფლიოს ჩემპიონატის თასს „სოკერ სიტის“ სტადიონზე იოჰანესბურგში, ვისენტე დელ ბოსკეს კი გამომცემლობა "Аs"– თან უწევდა ინტერვიუს ჩაწერა. მას საღამოს 9 საათისთვის ელოდებოდნენ: მასპინძლები და დაცვის წევრებს მღელვარება ეტყობოდათ, ვინაიდან სურდათ, რომ მაქსიმალურად კარგად დაეგეგმათ მისი მიღება. დელ ბოსკე კი ამ დროს მოულოდნელად გამოჩნდა გამომცემლობის მისაღებში: მან, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქემ, ავტოსადგომზე დააყენა მანქანა, ის მარტო იყო თავის მუდმივ „მეგობარ“ კოსტიუმთან და ჰალსტუხთან ერთად. მას შემდეგ, რაც რედაქციის წარმომადგენლები მას ძალიან დიდი აპლოდისმენტებითა და ემოციებით შეხვდნენ, ვისენტე დელ ბოსკემ პირველი კომენტარი გააკეთა.

მან გაიხსენა ბრწყინვალე მიღება მადრიდში, მაგრამ იქ არ დარჩა. ასევე მან ყურადღება გაამახვილა ორ ფაქტზე, რომლებმაც მასზე დიდი გავლენა იქონია: მადრიდში მხოლოდ ესპანეთის დროშა ფრიალებდა და არა ადგილობრივი კლუბების („მადრიდის რეალისა“ და „ატლეტიკოსი“), ყველანი ერთსულოვნები იყვნენ ეროვნულ ნაკრებთან მიმართებაში. ამით მას იმის თქმა უნდოდა, რომ ესპანეთის სხვადასხვა რეგიონებიდან და ქალაქებიდან ჩამოსული ხალხი იქცეოდა ისე, თითქოს ერთ მთლიან კლუბს გულშემატკივრობდა.

„აჩუქეთ ფეხბურთელებს სიყვარული“

შეიძლება ბერნაბეუსაც ანალოგიური რამ გაეკეთებინა: მოსულიყო ფეხით. ან ლუის მოლოვნი , „მადრიდის რეალის“ კანტერას პირველი დირექტორი, რომლის მთავარი პრინციპი ერთ ფრაზაში იყო მოქცეული. ამ ფრაზას კი კლუბის თანამშრომლები არასდროს არ დაივიწყებენ:

„აჩუქეთ ფეხბურთელებს სიყვარული.“

იცავდა რა დისტანციას განსხვავებულ იდეოლოგიებს შორის, დელ ბოსკე ბერნაბეუს იმ დროის „სულიერ ლიდერს“ ეძახდა:

„ეს იყო კეთილი, თავმდაბალი და ჭკვიანი კაცი, რომელსაც არ ჰქონდა ფული. ის იყო მაგალითი ყველასთვის.“ მიუხედავად რამოდენიმე წყაროს მტკიცებისა, რომ დელ ბოსკესა და ბერნაბეუს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, თავად დონ ვისენტე ამას სასტიკად უარყოფს. მაგ: დელ ბოსკეს არავინ უშლიდა გრძელი თმებითა და ულვაშებით სიარულს მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადამიანები პრეზიდენტს არ მოსწონდა, მაგრამ ეს 70–იანი წლების მოდა იყო. ერთადერთი, რასაც დელ ბოსკე იხსენებს , არის ის, რომ მხოლოდ ერთხელ მისცა ბერნაბეუმ მას შენიშვნა. ეს იყო მაშინ, როცა პრეზიდენტი კლუბთან ერთად გაემგზავრა გასვლით მატჩზე. დელ ბოსკე არ მიესალმა პრეზიდენტის მეუღლეს–მარიას. „ეს არ იყო პრეზიდენტის მხრიდან მეუღლის წინაშე თავის გამოჩენის საშუალება, მან მითხრა , რომ ეს აღზრდის საკითხი იყო“–გამოტყდა დელ ბოსკე.

სისხლში გამჯდარი სიკეთე.

იმის გამო, რომ ამ სკოლაში ჩამოყალიბდა ვისენტე დელ ბოსკე, მის ლექსიკონში ვერ იპოვით უხამს სიტყვებს. მის მიერ ჩადენილი ბოროტების პოვნაც გაგიჭირდებათ. ასეთ რამეს კი მხოლოდ ლუის მოლოვნში იპოვით, ადამიანში, რომელიც დელ ბოსკეს მასწავლებელი იყო. ვისენტე წარმოშობით სალამანკადანაა, იგი „მადრიდის რეალში“ 16 წლის ასაკში მოვიდა. ის რკინიგზელთა შვილი იყო. მამის , ფერმინას, მხრიდან მას რამოდენიმე ხასიათი გამოყვა: „ომმა მას 19 წლის ასაკში მოუსწრო. ის იმ დროის შესაფერისი პროდუქტი იყო, მაგრამ პირველ რიგში ის კეთილი და სამართლიანი ადამიანი გახლდათ“–იხსენებს დელ ბოსკე.–„ის იყო ადამიანი, რომელიც პრინციპებით ცხოვრობდა, იგი პირდაპირობითა და პასუხიმსგებლობით გამოირჩეოდა. ჩვენზე მან დიდი ზეგავლენა მოახდინა. დიახ, იმ პერიოდში გავრცელებული იყო რადიკალური განწყობები, მაგრამ ის ძალზედ ტოლერნატობით გამოირჩეოდა.“

ფერმინი რეპრესირებულ იქნა და მან ვერ შეძლო საკუთარ სამუშოს დაბრუნება. იგი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა სალამანკაში "La Casera"–ს ქარხანაში. კლუბის რამოდენიმე ძველი თანამშრომელი იხსენებს, რომ ფერმნინი მხოლოდ ერთხელ იყო საწვრთნელ ბაზაზე, მაშინ მისი შვილი ჯერ კიდევ ახალგაზრდულ კლუბში თამაშობდა. „მე თქვენ გენდობით“–თქვა მან და მაგის მერე არ დაბრუნებულა.

კუბალა

ითამაშა რა „კორდობში“ და „კასტელონში“ იჯარის წესით, დელ ბოსკემ კარიერა „მადრიდის რეალში“ გაიკეთა. ის ასევე თამაშობდა ესპანეთის ეროვნული ნაკრების რიგებში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მან მაინც ვერ მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში. იგი თავიდან 1978 წლის არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატზე მიყავდათ, მაგრამ ტურნირამდე რამოდენიმე თვით ადრე ტრავმა მიიღო.მიუხედავად ტრავმის სიმძიმისა, მოახერხა ტურნირის დაწყებამდე გამოჯამრთელება, მაგრამ ესპანეთის ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა ლადისლაო კუბალამ მისი წაყვანა გადაიფიქრა. ამის გამო, როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ხდება ცნობილი, დელ ბოსკე ძალიან იმედგაცრუებული იყო და მთელი ერთი წლის მანძილზე კუბალას არ ელაპარაკებოდა. თავად დელ ბოსკე ამ ფაქტს უარყოფს და აცხადებს:

„მსგავს რამეს ადგილი არ ქონია. მან მიიღო გადაწყვეტილება, მე კი მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, იმიტომ, რომ კუბალა შესანიშნავი ადამიანია.“

თურქეთი

თქვენ ასევე გაგიჭირდებათ მისგან ცუდი სიტყვების მოსმენა მის თურქეთში მოღვაწეობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ იგი თურქეთში დანიშვნიდან 8 თვის შემდეგ დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს:

„ეს დიდი გამოცდილებაა და მე სტამბულზე მხოლოდ და მხოლოდ კარგი მოგონებები დამრჩა. მე წამოვედი და თან უამრავი ხალხის სიყვარული წამოვიღე. ესაა ქვეყანა უზარმაზარი პოტენციალით. შეიძლება ითქვას , რომ მათ მოთმინება არ ეყოთ, ჩვენ 9 ბოლო შეხვედრიდან 8 მოვიგეთ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩემი ოჯახი ძალიან კმაყოფილი იყო იქ.“


უბრალოდ ვისენტე დელ ბოსკე


ეს 8 თვე იყო ერთადერთი გამონაკლისი, როცა დელ ბოსკემ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა. აქამდე მას ეს არ გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ მის ცხოვრებაში ბევრი ცვლილებები იყო. 15 წლის მანძილზე ის „მადრიდის რეალის“ კანტერას დირექტორად მუშაობდა. იმავდროულად ის კლუბის უბრალო თანამშრომელიც იყო, რომელმაც თავისი ცხოვრება კლუბს მიუძღვნა. იგი დილის 10–დან საღამოს 10 საათამდე მუშაობდა, აკვირდებოდა ფეხბურთელებს, ესწრებოდა ნებისმიერი ასაკის ფეხბურთელთა კლუბის თამაშს. იგი ყველა ასაკის ფეხბურთელით ინტერესდებოდა, აინტერესებდა მათი ოჯახები, ცდილობდა დაემახსოვრებინა თითოეული ფეხბურთელის სახელი, განიცდიდა ყოველ ჯერზე, როცა ახალგაზრდა, სახელად გუტი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობდა. ის დაქორწინდა, მას სამი შვილი ჰყავს, მან ძმა დაკარგა.

ალვარო

მას მშვიდი ცხოვრება ჰქონდა, კამერებისგან მოშორებით აკეთებდა იმას, რაც მას უყვარდა. საკუთარი თავი მან იმ საქმეს და პროექტს მიუძღვნა, რომლის მიმართაც მიზიდულობას გრძნობდა. მას შემდეგ, რაც გაჩნდა მისი შვილი ალვარო, რომელსაც თან დაუნიზმის დაავადება აღმოაჩნდა, ამან მასზე ძალიან იმოქმედა. მაგრამ ამავდროულად ეს მისთვის ერთგვარ მინიშნებადაც იქცა. დელ ბოსკეს ყოველთვის როცა შვილზე ლაპარაკობს სახე უბრწყინავს.ის იცინის, როცა ეკითხებიან, თუ რატომ არ დატოვა მან საკუთარი შვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების მიღწევის აღსანიშნავად გამართულ საღამოზე:

„მე რომ ის დამეტოვებინა, მაშინ ალვარო ბოლოს და ბოლოს ბისბალთან (!) დაიწყებდა ცეკვას.“

მისი მუშაობა მარტო ფეხბურთელებზე დაკვირვებით და ტალანტების ძიებით როდი შემოიფარგლებოდა. ის ანალიზს უკეთებდა ისეთი ადამიანების მიერ ჩატარებულ ვარჯიშებს, როგორებიც იყვნენ: მილიანიჩი, ბოშკოვი, ბენჰაკერი, ტოშაკი, ანტიჩი, ფლორო, კაპელო, ვალდანო, ჰაინკესი, ჰიდინგი, თითოეული იმ მწვრთნელის მუშაობას, რომელიც „მადრიდის რეალს“ ხელმძღვანელობდა. თითოეულ მათგანზე საკუთარ დასკვნებს აკეთებდა, მანამ სანამ მასაც არ მოუწია „მადრიდის რეალის“ ხელმძღვანელობა. „ჩვენთვის ეს იყო შანსი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ გიჩნდება. მაგრამ ამაზე დიდად არ ვღელავდით“–იხსენებს ტონი გრანდე, დელ ბოსკეს ერთგული თანაშემწე, მოლოვნის სკოლის კიდევ ერთი აღზრდილი–კლუბში ბევრი ვარსკვლავი იყო, მაგრამ მათგან ნახევარზე მეტი სახლში ჩამოყალიბდა, ამიტომ ჩვენ მათ მათივე ბავშობიდან ვიცნობდით.“ ეს მისი უპირატესობა იყო, მიუხედავად არც თუ ისე დიდი გამოცდილებისა. ამავდროულად , ეს მისი ნაკლოვანებაც გახლდათ.

ეს უბრალოება და სიმარტივე, რომელსაც ბევრს აკრიტიკებდნენ და ძველმოდურად თვლიდნენ ეხლა დელ ბოსკეს ერთ–ერთ მთავარ ღირსებად ითვლება. ის , რაც დრომოჭმულად ითვლებოდა, ახლა მოდური გახდა. ამას საკუთარ ანალიზში ამბობს ფრანსისკო მესონერო–ადამიანური რესურსების ექსპერტი. მან ცადა გამოეყო ძირითადი ფაქტორები, რომლებმაც ზეგავლენა იქონიეს დელ ბოსკესა და ესპანეთის ნაკრების წარმატებაზე:

„შეიძლება ვთვაქთ, რომ დელ ბოსკე გვევლინება 21–ე საუკუნის ლიდერის სიმბოლოდ. მან შეძლო მოემართა და შეექმნა კოლექტივი ერთიანი და განსაზღვრული ღირებულებით. ის არ ცდილობს სხვები საკუთარ გადაწყვეტილებებს იძულებით დაუქვემდებაროს, არამედ მათ არწმუნებს მისი გადაწყვეტილების სისწორეში და ასე იმორჩილებს.“ „დელ ბოსკემ–ამატებს მესონერო–შეძლო როლების გადანაწილება გუნდში, მან დაარწმუნა თავისი შეგირდები, რომ ისინი ერთად აგებდნენ პასუხს, როგორც მოგებაზე , ასევე წაგებაზე. ეს ყველაფერი კი იმ თეორიის მიხედვით გამოვიდა, რომელსაც ხშირად იყენებენ ადამიანური რესურსების მართვის საქმეში.“

კიდევ ერთი „Аdecco“–ს ექსპერტი პედრო ფერნანდესი, რომელსაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს მაღალი კლასის ფეხბურთელებთან აცხადებს, რომ

„ყველაზე მთავარი წარმატება იყო ის, რომ გუნდმა მოგება ისწავლა. მან იპოვა საკუთარი სტილი, ღირებულებები და მისია, რომლებსაც ისინი გაერთიანებული ძალებით იცავდნენ. ამ სმოფლიო ჩემპიონატზე ჩვენ ვნახეთ თუ როგორ იქცნენ სხვა ნაკრებები მთავარ გმირებად ერთადერთი მინუსის გამო: გადაჭარბებული მოლოდინისა და მოურიდებლობის გამო (არგენტინა), შიდა უწესრიგობის გამო (საფრანგეთი) ან მარცხის შემდეგ ფეხზე დადგომის შეუძლებლობის გამო (იტალია). ამის საპირისპიროდ კი ესპანეთმა, არა საკუთარი თამაშის ხარისხით, არამედ საკუთარი საქმისადმი პროფესიონალური მიდგომის და მოთმინების წყალობით, წარმატებას მიაღწია.“

მადრიდული გამოცდილება

რაღაც ანალოგიური რამ მოხდა მისი „მადრიდის რეალში“ ყოფნის პერიოდში: 4 სეზონი–4 ტიტული, ორი ესპანეთის ჩემპიონატი, ორი ეროპის თასი, შეგვიძლია უფრო შედარებით დაბალი მნიშვნელობის ტიტულებიც გავიხსენოთ, როგორებიც იყო საკონტინეტთაშორისო თასი და ევროპის სუპერთასი. 2000 წელს კლუბი ვარსკვლავებით იყო გაჭედილი, მაგრამ დელ ბოსკეს კლუბს შიგნით პრობლემები არ შექმნია. სხვა საქმე იყო მარკეტინგი: „მადრიდის რეალი“ ფლორენტინო პერესის დროს იღვწოდა მეგაკლუბის სტატუსის მოპოვებისთვის, რომელიც შეძლებდა გულშემატკივართა გულის მონადირებას 5 კონტინენტზე. დელ ბოსკე ამ მხრივ მიუღებელი იყო: ის არ ლაპარაკობდა ინგლისურად, ის არ ატარებდა მოდურ ტანისამოსს....

გამომცემლობა "Аs" –ში ვიზიტისას დელ ბოსკემ გააკეთა ძალიან დამაფიქრებელი და ღრმა აზრის მქონე განცხადება. მან გაიხსენა ფრანგი ფეხბურთელი კლოდ მაკელელე და შეაქო იგი:

„მან ყოველთვის იცოდა, თუ რა უნდა ეკეთებინა. მას ყოველთვის მზად ჰქონდა პასი ზიდანისთვის, ფიგუსთვის, რობერტო კარლოსისთვის და იეროსთვის.“

ამით დელ ბოსკემ ახსნა, თუ როგორ ახერხებდა იგი თანაბარზომიერების დაცვას მოედანზე. ცნობისთვის, მაკელელე „რეალიდან“ სწორედ მაშინ წავიდა, როცა დელ ბოსკე გაუშვეს კლუბიდან, ვინაიდან იგი არ იყო „გალაქტიკო“. ვიღაცამ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ვარსკვლავებსაც სჭირდებოდათ ბურთის მიმწოდებელი, შეტევების ჩამშლელი, ბურთის სწორად გამნაწილებელი.

მისის გაშვების ისტორია

დამშვიდობება. თუ ვისენტე დელ ბოსკეს ცხოვრებაში იყო ისეთი ეპიზოდი, როცა მან ვერ შეძლო თავის შეკავება და სადაც სრულიად გამოუსადეგარი გამოდგა მისი დიპლომატიურობა, ეს იყო სწორედ მისი „მადრიდის რეალიდან“ მოულოდნელი წასვლა , ესპანეთის ჩემპიონატის მოგებიდან მეორე დღესვე. სალამანკელი ჟურნალისტი ფრანსისკო ხოსე სანჩეს კანიამერო იხსენებს ამას ვისენტე დელ ბოსკეს ბიოგრაფიის წერისას: „სიმშვიდეს, როგორც ავადმყოფობას დელ ბოსკე დაემშვიდობა „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონის კორიდორში, დირექტორის კაბინეტის წინ.“

არიან თვითმხილველები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დამშვიდობება სწორედ კორიდოში მოხდა. 2003 წლის 23 ივნისის დღის მეორე ნახევარში ვისენტე დელ ბოსკე კლუბის ოფისში სასწრაფოდ გამოიძახეს. იგი საქმის კურსში მესამე პირებმა ჩააყენეს, როცა დელ ბოსკე სტუდია "Аntena 3"–ში მიდიოდა ინტერვიუს მისაცემად მატიას პრასტის გადაცემისთვის. „ჩემს გაშვებას აპირებენ“–განაცხადა დელ ბოსკემ. საღამოს მას ჰქონდა შეხვედრა ხოსე რამონ დე ლა მორენას გადაცემა "El Larguero"–ში Cadena SER –ზე. "Аntena 3"–სთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ ჟურნალისტმა სანტოსმა განაცხადა, რომ დელ ბოსკეს „მადრიდის რეალში“ არ იმუშავებს. ამ მოვლენამდე ერთი დღით ადრე, ესპანეთის ჩემპიონობის აღნიშვნის დროს მოხდა დაპირისპირება რამოდენიმე ფეხბურთელებს, რომლებსაც იერო ხელმძღვანელობდა და პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შორის. ამ მოვლენებისას დელ ბოსკე განზე დარჩა.

ორ სხვადასხვა ტელეგადაცემის ინტერვიუებს შორის, დელ ბოსკემ შეიარა „სანტიაგო ბერნაბეუზე“, ხოლო მისი მეუღლე რინი მას მთელი ამ ხნის განმავლობაში მანქანაში ელოდებოდა. აპირებდა რა დირექტორის კარლოს მარტინეს დე ალბორნოსის ოთახში შეხვლას, იგი გზად გადააწყდა მას და ვალდანოს. ისინი არ ელოდნენ, რომ დელ ბოსკე ყველაფერს მიხვდებოდა და მიუხედავად ამისა, არ მისცეს საშუალება კაბინეტში შესულიყო:

„შენ დღეიდან აქ არ მუშაობ–განუცხადა ვალდანომ დონ ვისენტეს.

„ეს მოსალოდნელი იყო“–უპასუხა დელ ბოსკემ.

ამას შემდეგი შინაარსის სიტყვები მოყვა:

„თუ შენ გინდა, შევძლებთ შენთვის ადგილის მოძებნას, ხომ იცი როგორი ლმობიერები ვართ...“

მთლიანი საუბარი სულ რამოდენიმე წუთი გაგრძელდა. უკან დაბრუნებისას დელ ბოსკემ დაურეკა იეროს: „მათ მე დამითხოვეს.“ როცა ის Cadena SER –ის სტუდიაში მივიდა, მიხვდა, რომ ჟურნალისტებმა ყველაფერი იცოდნენ. ხუთი წლის შემდეგ სწორედ ფერნანდო იერომ დაურეკა ვისენტე დელ ბოსკეს:

„შემიძლია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი შემოგთავაზო. რას იტყვი–თანახმა ხარ?“

საფეხბურთო სამყარო ხანდახან ასეთ სურპრიზებს გვთავაზობს.


წყარო: Elpais


P.S. აჰა ჩემი დაბრუნებისა იყოს

  • shvela
  • 20 ივლისი 2010
  • 3 092
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)