CalcioMercato - ბერნარდო სილვას წარმომადგენლობა „რეალს“ შეხვდება
როგორც სჩანს, ბერნარდო სილვას მადრიდის „რეალში“ გადასვლის საკითხი საკმაოდ აქტუალური ხდება. ფლორენტინო პერესი პორტუგალიელ ფეხბურთელში დიდ ძალას ხედავს და მიიჩნევს, რომ მისი ტრანსფერით „ბლანკოსის“ რესურსი მნიშვნელოვნად გაიზრდება...
სილვას წარმომადგენლობა სამეფო კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავს, რათა 5 ან 6 წლიანი კონტრაქტის დეტალები განიხილოს. ფეხბურთელის ფასი 75-80 მილიონ ევრომდე მერყეობს.
ფლორენტინო ხვდება, რომ მოდრიჩის წასვლის შემდეგ გუნდში ძლიერი ნახევარმცველის მოყვანაა საჭირო. ამასთანავე გუნდი ელოდება ტონი კროოსის საბოლოო პასუხს, ვინაიდან მას 2023 წლის ზაფხულში კარიერის დასრულება აქვს განზრახული.
თავად სილვას „მერენგების“ მიმართ დიდი სიმპატიები აქვს, რაც პერესს მეტ მოტივაციას აძლევს.
- 23 თებერვალი 2022
- 664
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.