As - ფლორენტინო ოდრიოზოლას ალტერნატივას ვერ ხედავს!
ესპანური „ას“-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ ალვარო ოდრიოზოლას დაბრუნებაზე იწყებს მუშაობას.
„ას“-ის ცნობით, ფლორენტინო პერესმა „ფიორენტინას“ 20 მილიონიანი წინადადება დაბლოკა და მოთამაშის დაბრუნება განიზრახა მიზნად.
პერესის აზრით, აშრაფ ჰაკიმის „პსჟ“-დან დამატება ფაქტობრივად წარმოუდგენალია. ძალიან ძვირად ფასობს ტრენტ ალექსანდრ არნოლდი, რომლის ღირებულობა 75 მილიონ ევროს სცდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პერესი თვლის, რომ ოდრიოზოლამ მადრიდში დაბრუნება დაიმსახურა, ის სერია „ა“-ში მართლაც საოცრად გამოდის, ასევე იცის, რა მოთხოვნებია მადრიდულ გრანდში და მეტ-ნაკლებად იცნობს მადრიდულ ცხოვრებას.
ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ სეზონის ბოლოს კარვახალის შემცვლელად ანჩელოტის განკარგულებაში ალვარო იქნება.
„ას“ გვამცნობს, რომ „რეალის“ პირველი ტრანსფერი 2022 წლის ზაფხულში სწორედ ოდრი იქნება.
- 22 თებერვალი 2022
- 2 336
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.