ბერნარდო სილვა „რეალში“ თამაშზე ოცნებობს
ბრიტანული და ესპანური გამოცემების ცნობით, ბერნარდო სილვას მიმდინარე სეზონის ბოლოს მანჩესტერ „სიტის“ დატოვება და მადრიდის „რეალში“ გადასვლა აქვს განზრახული...
მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელ ნახევარმცველს „ქალაქელებთან“ მრავალწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, ის პრემიერლიგაში დარჩენაზე აღარ ფიქრობს და მიიჩნევს, რომ ახალი გამოწვევა სჭირდება.
ბერნარდოს ფასი 70-იდან 80 მილიონ ევრომდე მერყეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მას ძალიან სურს „მერენგების“ ღირსების დაცვა და ამაზე ადრეც ოცნებობდა.
ამ სეზონში სილვამ პრემიერლიგაში 25 მატჩი ჩაატარა და 96% შემთხვევაში სასტარო შემადგენლობაში იყო, მან 7 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. პორტუგალიელი ასევე ძალიან პროდუქტიულია ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც 6 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს აქტივში.
თავის დროზე, ლისაბონელ ფეხბურთელს „ბლანკოსში“ გადასვლაც კრიშტიანო რონალდუც ურჩევდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.
- 22 თებერვალი 2022
- 1 511
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.