„რეალი“ ოდრიოზოლას დაბრუნებაზე ფიქრობს
ფლორენციის „ფიორენტინას“ ხელმძღვანელობამ მადრიდის „რეალს“ უკვე მიმართა. იტალიური მხარე ალვარო ოდრიოზოლას თამაშით ძალიან კმაყოფილია და მზად არის, მისი კონტრაქტი გამოისყიდოს...
„ფიორენტინა“ ოდრის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ჩამოდის, მადრიდის „რეალის“ პასუხი კი ჯერ-ჯერობით ისევ უცნობია. კარლო ანჩელოტის და ფლორენტინო პერესს ალვაროს კარგი თამაშის შესახბ არაერთი ცნობა მისდით. პარარელურად პრობლემატურია „ბლანკოსის“ დაცვის მარჯვენა ფრთა და პერესი ამ მიმართულებით ზაფხულში მუშაობას გეგმავს.
ესპანური გამოცემების ცნობით, ალვაროს „ბლანკოსში“ დაბრუნების შანსი დიდია, ვინაიდან ფლორენტინო კარვახალის კარგ ალტერნატივას მისაღებად ფასში ვერ იპოვის.
სეზონის ბოლოს ოდრიოზოლა მადრიდს ესტუმრება და მისი მომავლის შესახებ გაიგებს, მანამდე კი სერია „ა“-ში პროგრესის გაგრძელება მართებს.
მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, ალვაროს სამეფო კლუბის რიგებში დარჩენა 2024 წლის 30 ივნისამდე უწევს.
ესპანელმა მარჯვენა მცველმა ფლორენციულ კლუბში შიდა პირველობაზე 20 მატჩი ჩაატარა, სადაც 1 გოლის გატანა და ასევე 1 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
- 22 თებერვალი 2022
- 478
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.