„რეალს“ ტონი კროოსთან სერიოზული თხოვნა აქვს!
მადრიდის „რეალს“ და პრეზიდენტ პერესს ტონი კროოსთან თხოვნა აქვთ, რომელიც გერმანელმა ფეხბურთელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს...
დღეის მონაცემებითაც კი ნახევარმცველი 2023 წლის 30 ივნისს კარიერას ასრულებს. მადრიდის „რეალს“ აპირებს, შეცვლადია თუ არა ტონის გადაწყვეტილება. პერესს სურს, რომ ნახევარმცველთან არსებული კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააგრძელოს და თუ სუპერ ვარსკვლავი ამ წინადადებას დათანხმდება, სამეფო კლუბი მასთან ზაფხულში ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.
მადრიდში მიიჩნევენ, რომ კროოსისთვის კარიერის დასრულება ჯერ ადრეა და ფეხბურთელმა ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს.
ფიზ.მომზადების სპეციალისტის, ანტონიო პინტუსის ცნობით, ტონის კონდიციები საოცარ დონეზე აქვს, ამიტომ ფეხბურთიდან წასვლა სწორი გადაწყვეტილება არცერთ შემთხვევაში არ იქნება.
„ბლანკოსმა“ გერმანელს სთხოვა, რომ მაისის ბოლომდე გადაწყვეტილება მიიღოს და ხელმძღვანელობას აცნობოს, რათა ფლორენტინო პერესი სამომავლო აქტივობები სწორად დაგეგმოს.
- 21 თებერვალი 2022
- 4 794
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.