სება დიდი ალბათობით „ბეტისში“ დაბრუნდება
დანი სებალიოსი ძალიან ცოტას თამაშობს. ესპანელ ფეხბურთელს არანაირი პრობლემა არ აქვს, მაგრამ ანჩელოტისგან დიდი ნდობით ვერ სარგებლობს, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის, ვინაიდან იტალიელი სპეციალისტი ფედერიკო ვალვერდესაც კი ვერ აძლევს შესაბამის დროს...
სებალიოსს გუნდიდან წასვლა სურს და ამის შესახებ სამწვრთნელო შტაბმაც იცის. ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დანის მომდევნო ნავსაყუდელი „ბეტისი“ იქნება. კლუბი, რომელშიც ნახევარმცველმა სახელი გაითქვა.
დანი ფიქრობს, რომ პელეგრინის გუნდში ფეხის მოკიდება შეუძლია, რაც მას ესპანეთის ნაკრებისკენ გაუხსნის გზას. სებალიოსის მიზანი „ფურია როხასთან“ ერთად, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია.
მიმდინარე ხელშეკრულება, რომელიც დანისა და „ბლანკოსს“ აკავშირებს, 2023 წელს იწურება, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ მოთამაშე სულ რამდენიმე თვეში დაემშვიდობება ესპანეთის დედაქალაქს და დიდი ალბათობით ანდალუსიაში გადავა.
- 21 თებერვალი 2022
- 486
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.