„რეალსა“ და ვინისიუსს შორის ახალი კონტრაქტი გაფორმდება
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალსა“ და ვინისიუს ჟუნიორს შორის ახალი კონტრაქტი სულ მალე გაფორმდება...
ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ბრაზილიელი მოთამაშე სამეფო კლუბს თავს 2028 წლამდე დაუკავშირებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 1 მილიარდი ევრო იქნება.
არსებული ინფორმაციით, ვინისა და ფლორენტინო პერესს შორის შეხვედრა მაისის ბოლომდე შედგება და კონტრაქტს ხელი საზეიმო ვითარებაში მოეწერება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვინის ხელფასი დაახლოებით 6 მილიონი ევროთი იქნება გაზრდილი და 9.5 მილიონს მიაღწევს.
- 21 თებერვალი 2022
- 654
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.