ანჩელოტი „პსჟ“-სთან სულ სხვა ტაქტიკით ითამაშებს
ესპანური გამოცემების ცნობით, ფედერიკო ვალვერდეს „პსჟ“-სთან სასტარტოში თამაში უკვე გადაწყვეტილია...
ანჩელოტი ტაქტიკას სრულფასოვნად ცვლის და სურს, რომ ბერნაბეუზე 4-4-2 სისტემა გამოიყენოს, სადაც ვალვერდეს ძალიან ბევრი ფუნქცია ექნება, როგორც ნახევარდაცვაში, ასევე ფლანგზეც.
კაზემირო დისკვალიფიცირებულია, მის ნაცვლად კი ჩამშლელად ურუგვაელი დადგება, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კარლიტო ნახევარდაცვაში ვალვერდეს, კროოსს, მოდრიჩს და ისკოს ერთად გამოიყენებს, თუ ეს უკანასკნელი ცრუ ცხრიანი არ იქნება და გამთამაშებლის როლს მოირგებს.
როგორც სჩანს, იტალიელი სპეციალისტი სხვადასხვა სქემას ამუშავებს, თერთმეტეულზე გადაწყვეტილებას კი დაახლოებით 10 დღეში მიიღებს.
- 21 თებერვალი 2022
- 2 260
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.