კარვახალის შემცვლელად ჯერემი ფრიმპონგიც განიხილება
მადრიდის „რეალს“ ხუნი კალაფატი ჯერემი ფრიმპონგის ყიდვას ურჩევს, რომელიც ბუნდესლიგაში შესანიშნავად ასპარეზობს და დიდი პერსპექტივა აქვს. 21 წლის ფეხბურთელის მარგი ქმედებით კოეფიციენტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი...
ჰოლანდიის მოქალაქეობის მქონე განელი განაპირა მცველი ამ სეზონში მხოლოდ გერმანიის შიდა პირველობაზე 21-ჯერ გამოჩნდა მოედანზე, სადაც 1 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. მოთამაშემ ასევე იასპარეზა ევროპალიგაზე, სადაც 2 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
ფრიმპონგი მუდმივად ერთვება შეტევებში და საკმაოდ კარგი სისწრაფის ხარჯზე სიტუაციას ამწვავებს. ის ასევე საიმედოა დაცვაში არ დანახულ ფიზიკურ ძალას ფლობს.
ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საჭიროების შემთხვევაში ჯერემის დაცვის მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში, ის უნივერსალ მცველად ითვლება.
ფრიმპონგის ფასი ამ ეტაპზე 20 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ფლორენტინო პერესისთვის დიდი პრობლემა არ უნდა იყოს.
- 21 თებერვალი 2022
- 933
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.