ფელიქს დიასი:„„რეალი“ სატრანსფერო კამპანიას გაყიდვების მიხედვით დაგეგმავს“
ხოსე ფელიქს დიასის განცხადებით, სამეფო კლუბის ორი უმთავრესი სატრანსფერო სამიზნე მბაპე და ჰოლანდი იქნებიან, სხვა მოთამაშეებთან დაკავშირებით კი პერესი გადაწყვეტილებებს ეტაპობრივად მიიღებს...
„პრეზიდენტი აპირებს, რომ პირველ რიგში ფეხბურთელების გაშვება მოახდინოს და საჭიროებები ამის მიხედვით დაგეგმოს.“
„მარსელო, ისკო და ბეილი კლუბს გამოემშვიდობებიან. ნახევარდაცვაში კამავინგას, ვალვერდეს, კაზემირო, მოდრიჩს და ტონი კროოსს კვლავ ვიხილავთ, კიდევ ერთ მოთამაშეზე კი ახლა ვერ ვისაურებთ.“
„მცველები? ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ანჩელოტი, თუმცა ამ რგოლშიც ყველაფერი შესაძლო გაყიდვების შემდეგ დაიგეგმება.“
- 20 თებერვალი 2022
- 1 005
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.