„ფიორენტინამ“ ოდრიოზოლას ყიდვა გადაწყვიტა, შეთავაზება მაგიდაზეა

ფლორენციის „ფიორენტინას“ ხელმძღვანელობა ალვარო ოდრიოზოლას საოცარი პროგრესით კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ ესპანელი განაპირა მცველი სერია „ა“-ში უნდა დარჩეს...

ფლორენტინო პერესს შეთავაზება უკვე მაგიდაზე აქვს. ფლორენციელები მოთამაშის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს იხდიან, თავად ფეხბურთელს კი 5 წლიან კონტრაქტს სთავაზობენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რას უპასუხებს სამეფო კლუბი იტალიურ მხარეს, თუმცა ფაქტია, რომ ოდრის პროგრესი აშკარაა და მას ანჩელოტის ყურადღებაც მიიპყრო.

იმ შემთხვევაში, თუ სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა ჯულს კუნდეს ან სხვა განაპირა მცველს დაიმატებს, ალვაროს „ფიორენტინაში“ გადასვლას მწვანე შუქი აენთება, სხვა შემთხვევაში კი არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები.

  • Hala
  • 20 თებერვალი 2022
  • 843
  • 2

1

20 თებერვალი 2022 21:35

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ნუ რო დაიტოვონ ცუდი არ იქნება

2

21 თებერვალი 2022 01:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 847
ჯერ ამაში რატო გადაყარა ამდენი თანხა მიკვირს... და ჰაკიმი ასე იაფად რატო გაუშვა... გასაკვირია ეს ყველაფერი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ალვარო გარსია 1
2 იამალი 1
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2025 (231)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)