ანჩელოტის გადაწყვეტილებით „რეალი“ დღეს არ ივარჯიშებს
კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილებით, სამეფო კლუბის ფეხბურთელების დასვენების საშუალება მიეცათ...
„ალავესთან“ საკმაოდ დამღლელი მატჩის შემდეგ კარლომ ჩათვალა, რომ გუნდს დასვენება სჭირდება.
„ბლანკოსი“ დღეს არ ივარჯიშებს და მზადებას მომდევნო კვირის სტარტიდან შეუდგება.
შეგახსენებათ, „რეალის“ მომდევნო მეტოქე „რაიო ვალეკანო“ იქნება. გუნდი ლა ლიგის მატჩს 26 თებერვალს გამართავს, მანამდე კი მთელი კვირა ექნება იმისათვის, რომ სათანადოდ მომზადება შეძლოს.
- 20 თებერვალი 2022
- 475
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.