ანჩელოტი:„ჩვენ სწორედ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც „ალავესთან“ მეორე ტაიმში“
კარლო ანჩელოტიმ „ალავესთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„გუნდი მეორე ტაიმში ბევრად უფრო მომეწონა, ვიდრე პირველში. ჩვენ მივხვდით, რომ თამაშის სცენარის შეცვლა გვჭირდებოდა და ყველაფერი იდეალურად გავაკეთეთ.“
„მართალია პარიზში ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მადრიდში ქომაგებმა საოცარი მხარდაჭერა აღგვითქვეს, რადგან ზუსტად იცოდნენ, რომ ჩვენ ბევრად მეტის გაკეთება შეგვეძლო. ეს იყო საკმაოდ დინამიური დაპირისპირება, სადაც ქომაგების ოვაციებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.“
„ბოლო მატჩებში გოლების ნაკლებობა გვქონდა, ახლა კი საკმაოდ სოლიდური უპირატესობით მოვიგეთ. მნიშვნელოვანია, რომ მეტოქის კარის აღება წინახაზელებმა შეძლეს.“
„ჩვენ გაცილებით დიდი ანგარიშით მოგება შეგვეძლო. მახსენდება ბენზემას ძელი, მოდრიჩის შესანიშნავი დარტყმები და ასე შემდეგ.“
„დიახ, „რეალმა“ „პსჟ“-ს წინააღმდეგ სწორედ ისე უნდა ითამაშოს, როგორც „ალავესთან“ მეორე ტაიმში გააკეთა. ჩვენ ბევრად მეტი პოტენციალი გვაქვს.“
„მატჩის შემდეგ ფეხბურთლებს ვუთხარი, რომ „პსჟ“-სთან სწრაფი, კომბინაციური და რაც მთავარია აგრესიული ფეხბურთის თამაში გვმართებს.“
- 20 თებერვალი 2022
- 2 027
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.