რონსერო:„მბაპეს სიტუაცია ფეხბურთის საზღვრებს სცდება რაც ძალიან სამწუხაროა“

ტომას რონსერომ მბაპეს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გაასაჯაროვა...

„ზეწოლა იმატებს, ეს ფაქტია და საკმაოდ ლოგიკურიც, მაგრამ ვფიქრობ, რომ მბაპეს სიტუაცია ფეხბურთის საზღვრებს სცდება. პოლიტიკა, სამთავრობო წარმომადგენლობის ჩართულობა და ყატარის წარმომადგენელთა გააქტიურება ფეხბურთელს კარგ ზეგავლენას ნამდვილად ვერ მოახდენს.“

„პატარა ბიჭს ძალიან გაუჭირდება თავი დააღწიოს წნეხს, რომელიც მასზე ხორციელდება. ყველამ იცის, რომ მბაპეს ოცნება „რეალია“, ის ბავშვობიდან აქ თამაშზე ოცნებობს.“

„ყველამ კარგად დავინახეთ, რომ ლოტინი ესპანურად უკვე კარგად საუბრობს, ის ოცნების ახდენაზეა ორიენტირებული. თავის მხრივ, „ბლანკოსი“ ფრანგ ფეხბურთელს ხელგაშლილი ელოდება და მასზე დიდი ავანსების გაცემას აპირებს. დიახ ახლა, როდესაც 1 იანვრამდე არაფერი მოხდა და მბაპემ მსურველ კლუბებთან მოლაპარაკებების უფლება მიიღო, ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას და ფეხბურთელი მადრიდისტა გახდეს.“

„უნდა შეიგნოს ყველამ, მათ შორის ფეხბურთელის მშობლებმა, რომ მოთამაშის არჩევანი მადრიდია. დიახ, სწორედ ის გუნდი, რომელშიც ფრანგი გაიბრწყინებს და ძალიან ბევრ ჯილდოს მოიგებს, როგორც კოლექტიურად, ასევე ინდივიდუალურად.“

„„რეალი“ მეორადი კერძი არ არის. ან ახლა, ან არასდროს. ეს მარტივი ლოგიკაა.“

  • Hala
  • 18 თებერვალი 2022
  • 1 822
  • 5

1

19 თებერვალი 2022 00:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
aba ra an axla an arasdros. tu ar gadmova arasdros unda cadon magis moyvana da sxva xalxze gaaketon aqcenti , aris kidev nevri nichieri axalgazrda .

2

19 თებერვალი 2022 02:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 453
თუ არ გამოვიდა რაც ცუდია ჰოლანდი არ უნდა დაიკარგოს

3

19 თებერვალი 2022 10:02

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
tu ramis tavi aqvt moigon wels liga da gamoushvan mbape, tuarada cr7 wavida da rogorme magis gareshec vizavt rames gamochdebian sxva nichieri pegburtelebic

4

19 თებერვალი 2022 11:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 749
მთავარია ეს გადმოიყვანონ თორე ჰოლანდთან მოლაპარაკებებში რო. დაკარგონ მბაპე ყველაზე საშინელება იქნება. მესისღება ეს პსჟ ფულის მონები შეიხებს სანამ არ მოაშორებენ ფეხბურთს არაფერი ეშველებათ ერთდადერთი ნათელი წერტილი სამი გუნდია რეალი ბაიერნი და ბარსა ჯგუფი ამათ შეიძლიათ მხოლოდ ნავთობის გუნდების ჭკუის სწავლება

5

19 თებერვალი 2022 16:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 117
ისეთი სუნი უდის ამ ამბავს,რომ სხვა გუნდში წავა მბაპე.ძალიან გაიწელა
ამ ტრანსფერზე საუბარი.თუ პერესმა არ ჩართო თავის ჯადოქრობა,მბაპე ისევ პარიზში დარჩება,ან რომელიმე ინგლისური კლუბის მაისურს მოირგებს.ნუ,ვნახოთ რა მოხდება 4 თვეში.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)