მბაპეს „პსჟ“-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებას სამთავრობო დონეზეც სთხოვენ
ფრანგული სპორტული გამოცემების ცნობით, კილიან მბაპეს „პსჟ“-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებას საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლებიც სთხოვენ...
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ლოტინს კონტრაქტის გაფორმებისგან პრეზიდენტმა მაკრონმაც მოუწოდა, თუმცა რამდენად შეესაბამება რეალობას ეს ინფორმაცია არავინ იცის და ზუსტი წყარო არ არსებობს.
როგორც სჩანს, მბაპეზე ზეწოლა ძალიან იზრდება და ეს თვეები მოთამაშისთვის მართლაც გადამწყვეტი იქნება.
ესპანური გამოცემების ცნობით კი, კილიანს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რომელიც აღარ შეიცვლება და მარტის მეორე ნახევარში ბევრი რამ გახდება ცნობილი.
- 18 თებერვალი 2022
- 1 215
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.