TelaMadrid - „რეალმა“ „დორტმუნდთან“ შეთანხმებას მიაღწია!
TeleMadrid-ის ინფორმაციით, სამეფო კლუბისა და „დორტმუნდის“ ხელმძღვანელობამ შეთანხმებას მიაღწია, რომელიც ერლინგ ჰოლანდს ეხება...
კერძოდ, BVB მზად არის, ზაფხულში უპირატესობა „რეალს“ მიანიჭოს და თუ ნორვეგიელი ფორვარდი წასვლას გადაწყვეტს, გერმანულმა მხარემ პირველ რიგში ფლორენტინო პერესის წინადადება მოისმინოს.
თავის მხრივ, „ბლანკოსი“ მოთამაშესთან და მის აგენტთანაც ინტენსიურად მუშაობს, რადგან ხვდება, რომ 2023 წლამდე ერლინგის გერმანიაში დარჩენა წარმოუდგენელია, კონკურენტების სახით კი „რეალს“ „სიტი“ და სხვა გრანდები ჰყავს.
გერმანული გამოცემების ცნობით, ჰოლანდი მადრიდისტა გახდება და ის „მერენგებთან“ 6 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
- 18 თებერვალი 2022
- 2 046
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.