RMC - მბაპე „პსჟ“-სთან კონტრაქტს 3 წლით ახანგრძლივებს?
RMC-ს და კიდევ რამდენიმე გამოცემის ცნობით, კილიან მბაპეს ირგლივ სერიოზული ქაოსია. „პსჟ“-ს მესვეურები ფეხბურთელის შესანარჩუნებლად ყველაფერს იღონებენ. არსებობს ინფორმაცია, რომლის მიხედვით, სიტუაციის განვითარებას მთლიანად ჩამოშორებულია ალ ჰელაიფი და ლოტინთან შეთანხმებაზე უკვე პარიზული გუნდის მესვეურები ზრუნავენ...
3 წლიანი კონტრაქტი და 55 მილიონი ევრო წლიურად, ეს არის შეთავაზება, რომელიც მბაპეს მაგიდაზე უდევს, თუმცა ჯერ-ჯერობით ხელს არ აწერს.
ამ თვეებში კილიანზე ზეწოლა ძალიან სერიოზულად ძლიერდება, რასაც ოჯახის წევრებიც უწყობენ ხელს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „რეალთან“ დაპირისპირების შემდეგ, ანუ 10 ან 11 მარტს „პსჟ“-ს ორი მთავარ პირი მბაპესთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, რაც ნამდვილად გადამწყვეტ ხასიათს მიიღებს.
- 17 თებერვალი 2022
- 6 235
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.