კურტუა:„მბაპეს შეჩერება წარმოუდგენლად რთულია“
ტიბო კურტუამ „პსჟ“-სთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„როდესაც ასე თამაშობ, არსებობს რისკი იმისა, რომ გოლი გაუშვა. პარიზელი ფეხბურთელები ბოლო წუთებში განსაკუთრებულად გააქტიურდნენ, რასაც გოლი მოჰყვა. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, თუმცა ყველაფერი მადრიდში გაირკვევა.“
„თამაშის გაუმჯობესება გვმართებს იმისათვის, რომ საშინაო არენაზე გამარჯვება და მომდევნო ეტაპზე გასვლა შევძლოთ. ურთულესი ამოცანის წინაშე ვიდექით და გაშვებულმა გოლმა ჩვენი განწყობა შეცვალა.“
„მესის პენალტები შესწავლილი მქონდა, მის წინააღმდეგ ჯერ კიდევ „ატლეტიკოში“ თამაშის დროიდან ვასპარეზობ. მიხარია, რომ არგენტინელმა ვერ გამიტანა. როდესაც დარტყმა მოვიგერია ხმამაღლა დავიყვირე, რომ ეს შევძელი. სიმართლე გითხრათ, საოცარი მუხტი მივიღეთ.“
„მბაპე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მისი შეჩერება წარმოუდგენლად რთულია, ფრანგი არასდროს იღლება და მუდმივად სწრაფად მოძრაობს.“
„მსაჯი ყვითელ ბარათებს გულუხვად არიგებდა. არ ვიცი, იმსახურებდა თუ არა მენდი გაფრთხილებას, თუმცა ის და კაზემირო ბერნაბეუზე ძალიან დაგვაკლდებიან.“
- 16 თებერვალი 2022
- 15 846
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.