მარკინიოსი:„ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი და „რეალის“ ავტორიტეტი არ გვაშინებს“
მარკინიოსმა „რეალთან“ მატჩის წინ პოჩეტინოსთან ერთად პრესკონფერენცია გამართა...
„ეს არის დიდი მატჩი ისტორიული კლუბის წინააღმდეგ, რომელიც ევროსარბიელზე ყველაზე დიდი წარმატებით თამაშობს. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როდესაც ასეთ თამაშებში მონაწილეობაზე ვოცნებობდი, ახლა კი აქ ვარ და მჯერა, რომ მიზანი მიღწევადია. საშინაო არენაზე ვთამაშობთ და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. გოლების გატანა და ტემპის შენარჩუნება გვმართებს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, რომელსაც უნდა მოვაღწიოთ. აქ ყოფნა და თამაში დიდი სიამოვნებაა.“
„ნებისმიერ სიტუაციაში მოქცევა უნდა ვიცოდეთ, უნდა განვსაზღვროთ მთელი სეზონი გეგმა და მაქსიმალური შედეგებისთვის ვიბრძოლოთ. ზეწოლა ბუნებრივია მაშინ, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშობ. ქომაგები დიდ ენერგიას მოგვცემენ, ჩვენ ვალდებულები ვართ, მათთვის ვითამაშოთ და მატჩის მიწურულს საუკეთესო შედეგი დავაფიქსიროთ.“
„სეზონის სტარტიდან დღემდე ვიბრძვით და ბევრს ვმუშაობთ იმისათვის, რომ ყველა ასპეტქში პროგრესი ვაჩვენოთ. ბევრი ფრენა, მოგზაურაობა და ახალი გამოწვევების მიღება გვიწევს, თუმცა ეს ბუნებრივი პროცესია. ახალწვეულები გუნდში მთლიანად ინტეგრირებულები არიან, ამის პრობლემა აღარ არსებობს. გვაქვს მიზანი, რომელსაც „რეალთან“ უნდა მივაღწიოთ და არ გვაშინებს ავტორიტეტი, რომლითაც სამეფო კლუბი სარგებლობს.“
„არ ვიცი ითამაშებს თუ არა ნეიმარი. ბრაზილიელის მოედანზე გასვლა მწვრთნელის გადასაწყვეტია. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნეიმარი ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და თუ ხვალ ითამაშებს, კვლავ 100%-ით გაიღებს ყველაფერს.“
- 14 თებერვალი 2022
- 862
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.