ანჩელოტი:„შანსები თანაბარია, „პსჟ“-სთან მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ“
კარლო ანჩელოტიმ „პსჟ“-სთან დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...
„მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელების მომზადება ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მათთან საუბარი და კომუნიკაცია მარტივია, რადგან პროფესიონალები არიან. მსურს, რომ აქ დიდხანს ვიყო და კლუბთან ერთად მწვერვალების დაპყრობა შევძლო.“
„გარეთ ბეილისგან ვცდილობ მაქსიმუმი მივიღო. პრინციპში, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მისი კონტრაქტი სრულდება, თუმცა უელსელს სურს, რომ ბოლო თვეებში გუნდისთვის სასიკეთო საქმე აკეთოს.“
„სისტემის შეცვლას არ ვაპირებ. ვფიქრობ, 4-3-3 საუკეთესო იქნება და „პსჟ“-სთან ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ.“
„მბაპეს ფიქრები და შემართება გასაკვირი არ არის. სწორედ ასე ფიქრობენ ბენზემა, ვინისიუსი და სხვა მადრიდელები. 1/4 ფინალში გასვლა ყველას უნდა და ამისთვის ბოლომდე დაიხარჯება.“
„„პსჟ“ კონტრ-შეტევაზე მომაკვდინებელია, ეს გუნდი ვერტიკალურ ფეხბურთს შესანიშნავად თამაშობს. ამ კომპონენტში ერთმანეთს ვგავართ, რადგან ჩვენც გვიყვარს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.“
„არც ჩემთვის და არც პოჩეტინოსთვის რთული არ არის გეგმის შედგენა, რადგან ძალიან ძლიერ მოთამაშეებთან გვაქვს საქმე და ურთულეს დაპირისპირებას ველით. გვჯერა, რომ შანსები თანაბარი იქნება.“
„მთავარია მოგება და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ ვიცნობ პოჩეტინოს და ვიცით, რა დონის სპეციალისტია ის.“
„ბენზემას მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მაქვს. სამედიცინო თვალსაზრისით ის თავს კარგად გრძნობს. მჯერა, რომ მისი საჭიროება დგას, მოდით ვნახოთ, რას ვაკეთებთ ხვალ.“
- 14 თებერვალი 2022
- 1 860
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.