„რეალმა“ „პსჟ“-სთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა „პსჟ“-სთან დაპირისპირებისთვის მზადება დაიწყეს...
გუნდი მადრიდის დროით 11:00 საათზე საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა და კარლო ანჩელოტის დავალებები მოისმინა. ფიზიკური კონდიციების აღდგენით შემდეგ გუნდმა მწვანე მინდორზე გადაინაცვლა და ტაქტიკური სამუშაოები შეასრულა.
კარლო ანჩელოტიმ ასევე დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობას, პრესინგს და კარში დარტყმების კომპონენტს.
კარიმ ბენზემა სრულფასოვნად კვლავ არ დატვირთულა, თუმცა ის პარიზში გაემგზავრება და დიდი ალბათობით ფინალურ სესიაზე ყველა მითითებას შეასრულებს. გუნდთან ერთად იყო ფერლან მენდი, რომლის „პსჟ“-სთან თამაში არანაირ კითხვას აღარ იწვევს.
ხვალ ანჩელოტის გუნდი საფრანგეთის დედაქალაქში გაემგზავრება და ფინალური სესიაც სწორედ იქ შედგება.
- 13 თებერვალი 2022
- 752
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.