დატოვებს თუ არა სეზონის ბოლოს ანჩელოტი „რეალს“?
კარლო ანჩელოტიმ კარგად დაიწყო, შესანიშნავად გააგრძელა და სეზონის დასკვნითი ეტაპის წინ სერიოზულად მოუკლო, რაც მადრიდში პანიკის საფუძველს ქმნის, თუმცა იტალიელი სპეციალისტი საკმაოდ მშვიდია...
დატოვებს თუ არა კარლო „რეალს“ სეზონის ბოლოს? ფლორენტინო პერესი იტალიელს ენდობა და ანჩელოტის მომდევნო სეზონშიც განიხილავს, ამ სეზონში დაფიქსირებული შედეგები კი მისთვის მნიშვნელოვანი არ არის.
ალბათ ვერავინ წარმოიდგენს, რომ „ბლანკოსმა“ ამ სეზონში ლა ლიგისთვის არ იბრძოლოს, თუმცა ანჩელოტის სცენარის ყველაზე ცუდად განვითარების შემთხვევაშიც კი ექნება ნდობა.
ახალ ბერნაბეუზე „ბლანკოსის“ პირველი ხელმძღვანელი კარლიტო იქნება, ეს გადაწყვეტილება მიღებულია. მადრიდში თვლიან, რომ გუნდი პროგრესს კვლავ აჩვენებს, ხოლო 2022 წლის აქტიური სატრანსფერო კამპანიის შემდეგ კი ესთეთიკა გაცილებით მრავალფეროვანი იქნება.
- 13 თებერვალი 2022
- 2 800
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.