ბეილი:„ცენტრ-ფორვარდად თამაში საკმაოდ სასიამოვნოა“

გარეთ ბეილმა „ვილიარეალთან“ დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა...

„ცენტრ-ფორვარდად თამაში საკმაოდ სასიამოვნოა და მოედნიდან გასვლის შემდეგ ეს ანჩელოტისაც ვუთხარი. მეტოქის კარის დალაშქვრაზე მუშაობა ყოველთვის მიყვარდა. სამწუხაროდ, გოლის გატანა ვერ შევძელი, რადგან ემერის გუნდის კიპერი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ზუსტად ვიცი, რომ გაცილებით სხვა შედეგის დაფიქსირება შეგვეძლო.“

„დიდი ხანია მოედანზე არ გავსულვარ, თუმცა მერწმუნეთ, თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მზად ვარ გუნდს დავეხმარო.“

„„პსჟ“-სთან მატჩი? პოჩეტინოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებით დაკომპლექტებული შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ბრძოლას ვგეგმავთ. ამ დუელში ფავორიტი არ არსებობს.“

  • Hala
  • 12 თებერვალი 2022
  • 5 517
  • 2

1

12 თებერვალი 2022 21:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 871
შე ღლეო მერე რა მომენტი ვერ გამოიყენე, ჩობანა გოლფისტი. წადი რა ტაიგერ ვუდსთან ჩაეწერე კურსებზე იქნება გოლფის თამაში მაინც გამოგივიდეს, აბა მორჩა შენი ფეხბურთელობა! დავიდე ანჩელოტის დავაფსი კიდე თავზე რომ ურჩია ბეილი ეთამაშა, თურმე საუკეთესო ფორმაშიაო ბეილიო......ბოლო 5 თამაში რომ ავიღოთ ყველა ტურნირზე მატრო ერთი გვაქ მოგებული და ისიც 1-0 წინა ტურში, ბოლო სამ თამაშში კიდე ერთი გოლი გვაქ გატანილი! აი რეგრესიც მესმის!!! და ამ ფორმაში ვხვდებით პსჟ-ს და იმედი გაქვთ რამის??? დიდი ანგარიშით რომ არ წავაგოთ გამიკივირდება!

2

13 თებერვალი 2022 18:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 117
გარეტ შენი იმედი გვაქვს პარიზში.ძველი დრო გაიხსენე ლომო,ბარტრას და მისნაირ მცველებს სისხლს რომ უშრობდი.hala madrid.....

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)