კაზემირო:„ჩვენ გამარჯვება გვეკუთვნოდა“
ბრაზილიელმა კაზემირომ „ვილიარეალთან“ დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„თამაშს ის იგებს, ვინც გოლს იტანს. მე ვფიქრობ, რომ გამარჯვება გვეკუთვნოდა, თუმცა მეტოქის კარის აღება ვერ შევძელით და აქტივში 3 ქულის ჩაწერა ვერ მოვახერხეთ. პირველსა და მეორე ტაიმს შორის დიდი სხვაობა იყო, მეორე 45 წუთში ბევრი მომენტი შევქმენით და გოლის გატანა შეგვეძლო. გასახდელში მწვრთნელს სერიოზული საუბარი ჰქონდა, რამაც თამაშში დიდი გარდატეხა შეიტანა.“
„ბეილს დიდი ხანია არ უთამაშია, თუმცა საკმაოდ ეფექტური მატჩი ჰქონდა, ის გოლის გატანასთან რამდენჯერმე იყო ახლოს. პროგრესი აჩვენა ვინისიუმაც, რომელსაც არაერთი მცდელობის მიუხედავად არ გაუმართლა.“
„მსაჯის გადაწყვეტილებების შეფასებას არ ვაპირებ. არსებობს VAR სისტემა, რომელიც არბიტრებს გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.“
„„პსჟ“-სთან ურთულეს პაექრობას ველი და მჯერა, რომ კარგად თამაში შეგვიძლია. ჩვენ ვიცით, რა დონის მეტოქე გვყავს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ყოველთვის რთულია.“
- 12 თებერვალი 2022
- 654
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.