„ვილიარეალთან“ მატჩისთვის მზადება დასრულებულია
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა საფინალო ვარჯიში გამართეს. ანჩელოტის კოლექტივი „ვილიარეალთან“ დაპირისპირებისთვის მზად არის...
დღევანდელ სესიაზე სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა დიდი ყურადღება დაუთმეს ბურთის ფლობის კომპონენტს, კარში დარტყმებს, პრესინგს, ტაქტიკურ მონახაზებს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს და ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას.
მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად ირჯებოდნენ, შემდეგ კი გუნდს შეუერთდნენ.
ფერლან მენდიმ ივარჯიშა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდთან ერთად, თუმცა ის „ყვითელ წყალქვეშა ნავთან“ სათამაშოდ მზად არ არის.
მარიანო დიასმა და კარიმ ბენზემამ კვლავ ინდივიდუალურად ივარჯიშეს, ისინი გუნდთან ერთად დავალებებს არ იღებდნენ.
- 11 თებერვალი 2022
- 417
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.