ანჩელოტი:„„პსჟ“-ზე ვერ ვფიქრობთ, რადგან წინ „ვილიარეალთან“ მატჩია“
კარლო ანჩელოტიმ „ვილიარეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...
„როდესაც გუნდი კარგ ფორმაშია, შესანიშნავი ფეხბურთის ჩვენება შეუძლია. დღეს ჩემი კოლექტივი საკმაოდ დასვენებული და ტაქტიკურად მომზადებულია. მთელი კვირა ნაყოფიერი გამოდგა და მჯერა, რომ „ვილიარეალის“ წინააღმდეგ შესანიშნავად ვითამაშებთ. ზედმეტი არაფერი ვარგა, ბევრი წყალიც კი კლავს მცენარეს.“
„„ვილიარეალს“ საკმაოდ კარგი დინამიკა აქვს. ზუსტად ვიცი, რომ დიდი ძალისხმევის გაღება გვმართებს, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.“
„როტაციები ხშირ შემთხვევაში გარდაუვალია, მაგრამ როდესაც ფეხბურთელები დაღლილები არ არიან, ცვლილებებს არ მივმართავ. ლუკას ვასკესმა, ნაჩომ, კამავინგამ, ფედემ და აზარმა შანსები მიიღეს, ისინი მოედანზე კიდევ ბევრჯერ გამოჩნდებიან, რადგან გუნდისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ.“
„ისკო ბევრად მეტს მუშაობს და მოტივაციაც გაზრიდლი აქვს. ალარკონის გამოცდილება და სათამაშო კლასი ფასდაუდებელია. ესპანელის იმედი მაქვს.“
„ვინისიუსი დაღლილი იყო, მისთვის იანვრის თვე ძალიან გადატვირთული აღმოჩნდა. ვფიქრობ, ახლა კარგად დაისვენა და სწორედ იმ ვინის ვიხილავთ, რომელსაც ასე ველოდებით. წინახაზელის როლი გუნდში ძალიან დიდია.“
„ჯერ-ჯერობით მხოლოდ „ვილიარეალი“ შევისწავლეთ და გავარჩიეთ ემერის გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები. ახლა „პსჟ“-ზე არ ვფიქრობთ. ჩემპიონთა ლიგის მატჩიშთვის სრულფასოვან მომზადებას კვირიდან დავიწყებთ.“
„ბეილთან პირადად კარგი ურთიერთობა მაქვს. მისი ვარჯიშები უკვე მართლაც ძალიან პროგრესულია. უელსელმა მოთამაშემ სასურველი კონდიცია დაიბრუნა და საქმეშიც მალე ვიხილავთ.“
„მე არ მაქვს კონკრეტული სტილი და თამაშს იმ მოთამაშეებს ვარგებ, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან. გასაგებია ესთეთიკა და პრაქტიკა, რომელიც გამომდინარეობს, ინდივიდუალიზმიდან და კოლექტიური პასუხისმგებლობიდან.“
„„ვილიარეალთან“ საუკეთესო თერთმეტეულის გამოყვანას შევეცდები. მართალია ბენზემა არ გვყავს, მაგრამ სხვა ფეხბურთელებმა უნდა შეძლონ და აქტივში 3 ქულა ჩაიწერონ. ჩვენ ლა ლიგის ლიდერები ვართ და სიტუაციის კიდევ უფრო გაუმჯობესება გვმართებს.“
„ვალვერდეს მეტი დრო უნდა მივცე. ურუგვაელი „რეალის“ მომავალია, მისი თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს.“
„სამწუხაროდ, მენდი დაგვაკლდება, მაგრამ უდიდესი ალბათობით „პსჟ“-სთან თამაშს შეძლებს.“
„მბაპესთან შეხვედრა? თუ მასთან საუბრის საშუალება მომეცემა, აუცილებლად ვეტყვი, რომ ჩემი პატივისცემით სარგებლობს.“
„იოვიჩი საკმაოდ კარგ კონდიციაშია, ის სათამაშოდ მზად არის. თუ ბურთის მეტი ფლობას დაგვჭირდება, სხვა ფეხბურთელზე გავაკეთებთ არჩევანს, ხოლო ტიპიური ცენტრ-ფროვარდის საჭიროების შემთხვევაში მოედანზე ადგილს ის დაიკავებს. ვნახოთ, რას გადავწყვეტ ხვალისთვის.“
„თუ ბენზემასთან დაკავშირებით მცირე რისკი მაინც იქნება, ის მოედანზე არ გავა. არ მსურს, რომ ერთ კონკრეტულ მატჩს ფეხბურთელის ჯანმრთელობა შევწირო. ჩვენ გვაქვს არასრული 4 დღე იმისათვის, რომ კარიმის მდგომარეობა ზუსტად შევაფასოთ. თუ მზად იქნება, აუცილებლად იასპარეზებს, თუ არა მაშინ გუნდს არ დაეხმარება.“
„ჩემმა მოთამაშეებმა თავიანთ კარიერაში უამრავი ტიტული მოიგეს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე დემოტივირებულია. ჩვენ გვაქვს საოცარი ენთუზიაზმი.“
- 11 თებერვალი 2022
- 1 181
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.