„რეალში“ ახალი მეკარე მოდის - ანჩელოტიმ არჩევანი გააკეთა!
მადრიდის „რეალში“ ახალი მეკარე მოდის. კლუბის ხელმძღვნელობა ხვდება, რომ ადნრეი ლუნინის მუდმივად სათადარიგო სკამზე ჯდომით შედეგს ვერ მიაღწევს, ამიტომ უკრაინელი კიპერი იჯარის წესით წავა...
ტიბო კურტუას დუბლიორი მომდევნო სეზონიდან ძალიან დიდი ალაბათობით მეკარე დავიდ ოსპინა იქნება, რომელსაც „ნაპოლისთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს უსრულდება და იტალიაში დარჩენას აღარ გეგმავს.
ოსპინა კარლო ანჩელოტის არჩევანია, ის კარგად იცნობს კოლუმბიელ კარის დარაჯს და მის კლასში ეჭვი არ შეაქვს.
არსებული ინფორმაციით, დავიდი მადრიდულ გრანდთან 1+1 ფორმატის კონტრაქტს გააფორმებს და მომდევნო სეზონის „მერენგების“ კარის უსაფრთხოებაზე იზრუნებს.
- 11 თებერვალი 2022
- 1 914
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.