„რეალმა“ ვლაჰოვიჩზე უარი თქვა!
დუშან ვლაჰოვიჩზე ფლორენციიდან საკმაოდ კარგი ცნობები მოდიოდა. სერბი ფეხბურთელი „რეალში“ თამაშზე უარს არ აცხადებდა, თუმცა ფლორენტინო პერესმა მოთამაშის დამატებაზე საბოლოო ჯამში უარი თქვა და სერბიც „იუვეს“ შეუერთდა.
დუშანი საკმაოდ მაღალი დონის ფორვარდად ყალიბდება და „ბებერი ქალბატონის“ რიგებშიც მოახერხა თავის გამოჩენა. ის სერია „ა“-ში გამორჩეული თავდამსხმელის სტატუსით სარგებლობს.
ესპანური მედიის ცნობით, მადრიდელებს იტალიელებმა მოთამაშის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო მოსთხოვეს, რაც „ბლანკოსისთვის“ მიუღებელი იყო.
ესპანელი ჟურნალისტები კი პოზიციებს არ ცვლიან და ფიქრობენ, რომ პერესს იოვიჩის სახით მწარე მაგალითი აქვს, სწორედ ამიტომ ვერ რისკავს და ასტრონომიულ თანხას ვერ იხდის.
- 11 თებერვალი 2022
- 652
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.