მაურინიოს ინტერვიუ
გთავაზობთ "მადრიდის რეალის" მთავარი მწვრთნელის ჟოზე მაურინიოს ინტერვიუს, რომელიც მან პორტუგალიულ რადიოს მისცა.
გრძნობთ თუ არა ზეწოლას იმის გამო, რომ გევალებათ ესპანეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება?
ყოველთვის მიყვარდა, როცა ასეთი სახის ზეწოლას ვგრძნობდი და ამჟამადაც იგი უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, სხვა რას შეუძლია უფრო მეტი სტიმულირება? არა, პრესტიჟსაც. თვით ისტორიასაც. თუ ჩემი კარიერა ხვალვე დასრულდება ისე, რომ სხვა ვერაფრის მოგებას ვერ მოვახერხებ, ის ისტორიაში დარჩება და მისი გამეორება ძალიან ძნელი იქნება. მე ამ ეტაპზე ახალი გამოწვევები მჭირდება, რომელსაც აუცილებლად თან უნდა ახლდეს ზეწოლა, პასუხისმგებლობა და ა.შ. არ ვმალავ, რომ სწორედ ამის დამსახურებით მე საფეხბურთო სამყაროში კიდევ დიდხანს დავრჩები. მე გაჩერებას არ ვაპირებ , ეს აუცილებელია ჩემთვის , ვინაიდან მსურს რომ თავი დავაღწიო იმას, რასაც აქამდე მივაღწიე.
ესმით თუ არა თქვენს შვილებს, რომ თქვენ ისტორიის ნაწილი გახდით?
ჩემი მეუღლე ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, ამიტომაც ბავშვებს ამაზე არ ესაუბრებიან. მათთვის მე მხოლოდ მამა, ქმარი, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც ნორმალური ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობს. ჩემი შვილი ბოლო წლების მანძილზე საგრძნობლად გაიზარდა და ეხლა ისიც შეყვარებულია ფეხბურთზე. იგი ნელ–ნელა იგებს ბევრ რაღაცეებს.
თქვენი შვილი ყოველთვის თქვენს გვერდითაა?
ის ბრწყინვალეა, ხშირად დადის ფეხბურთზე, განსაკუთრებით ევროთასებსა და მნიშვნელოვან თამაშებზე, რაც შეეხება დედამისსა და მის დებს , ისინი ამ ათი წლის მანძილზე მხოლოდ უეფას თასის ფინალზე, გელზენკირხენში ჩატარებულ ფინალზე და მადრიდის ფინალზე, ასევე სტემფორდ ბრიჯზე გამართულ შეხვედრაზე იყვნენ. წარმოგიდგენიათ 10 წლის მანძილზე მხოლოდ ამ შეხვედრებს დაესწრნენ.
რომელ კლუბს გულშემატკივრობს?
მამამისის კლუბს.
და თქვენ?
მე ყოველთვის მამაჩემის კლუბს ვგულშემატკივრობდი–"სეტუბალს".
და არასდროს გიგულშემატკივრიათ "ბენფიკასთვის", "პორტუსთვის" ან "სპორტინგისთვის"?
არასდროს. მე ყოველთვის ვგრძნობდი ეუსებიოსთან სიახლოვეს. როგორც მოგეხსენებათ , 1963 წელს დავიბადე , ბავშვი ვიყავი, როცა ის ვარსკვლავი იყო. შემდეგ იმის, გამო , რომ მას შესნაიშნავი დამოკიდებულება/ურთიერთობა ქონდა მამაჩემთან , დაბადების დღეებზე სულ საჩუქრებს/მაისურებს.ავტოგრაფებს მიგზავნიდა. ვაღიარებ და შეგიძლიათ მენდოთ, რომ "ბენფიკას" არასდროს ვგულშემატკივრობდი. მე გავიზარდე იმ კაცის ხელში, რომელსაც ფეხბურთი უყვარდა და შესაბამისად მიყვარს ის კლუბი, რომელიც მას უყვარდა. ასევეა ჩემი შვილიც. ნათელია, რომ მას ის კლუბი მოსწონს, სადაც მამამისი მუშაობს. ჩემპიონთა ლიგას მისთვიდ დიდი წონა გააჩნია. ის ძალიან პატარა იყო, მაგრამ ახსოს ჩემპიონთა ლიგის ის ფინალი,სადაც "პორტუმ" იმარჯვა. მას მაშინ "პორტუ" მოსწონდა.
თქვენ თავიდანვე მწვრთნელობა გინდოდათ?
ბავშვობაში მე ვფიქრობდი ფეხბურთელობაზე. მე ეს ნამდვილად მინდოდა იმ მომენტამდე, სანამ არ გავიგე, რომ როგორც ფეხბურთელი, მე ფენომენი ვერ გავხდებოდი. ამის მისახვედრად მე ცოტა დრო არ დამჭირვებია.
როცა "ბარსელონადან" წახვედით იფიქრებდით თუ არა , რომ წარმატებას მიაღწევდით?
დიახ. მახსოვს ის ინტერვიუ, რომელიც მაშინ მივეცი. ჩვენ "ბარსელონაში" ბევრი რამე მოვიგეთ, ეს მოხდა ვან გაალთან ურთიერთობის ბოლო წელს. როგორც დამხმარე მწვრთნელმა მე მოვიგე 13 ტიტული და ერთადერთი, რაც მე მაკლდა იყო ჩემპიონთა ლიგის ტიტული. მაშინ მე ვთქვი, რომ ჩემი, როგორც მწვრთნელის მიზანი იქნებოდა მომეგო უფრო დიდი და შედარებით უფრო ნაკლები მნიშვნელობის ტიტულები, რომელთა მოგებაც მე მოვახერხე თანაშემწის პოზიციაზე.
რას ნიშნავდა თქვენთვის ჩელსი?
"ჩელსიში" მე ჩამოვყალიბდი. ჩამოვყალიბდი, როგორც მთავარი მწვრთნელი და ადამიანი იმ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთს უდიდეს პატივს სცემენ და ძალზედ სანახაობრივ თამაშებს აჩვენებენ.
და "ინტერი"?
ფანტასტიკური ფეხბურთელების გარემოცვაში მომიწია მუშაობა. შესანისნავი ადამიანები იყვნენ თითოეული მათგანი. ბევრს მუშაობდნენ, პირველ რიგში იმიტომ, რომ საუკეთესოები არ ვიყავით, მეორე იმიტომ, რომ მათ მხოლოდ 5 თუ 6 ტიტული ქონდათ მოგებული და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც დიდი ხანი არ ქონდათ ნათამაშევი.
როგორ გადაიტანეთ "ბარსელონასთან" ორმატჩიანი დაპირისპირება?
უსამართლო კრიტიკა დაგვატყდა თავს. ჩვენ ვემზადებოთ ამ მატჩებისთვის და დაგეგმილი გვქონდა სახლში გამარჯვება. პირველ მატჩში "ბარსელონა" ჩამოვიდა მილანში და ჩვენ ისინი გავანადგურეთ 3:1 ანგარიშით , 4:1 ანგარიშით მოგებაც შეგვეძლო. "ბარსელონა" ჩამოვიდა მილანში და ვერ გაიგო რა მოხდა. იქ "ინტერმა" გაიმარჯვა. ჩვენ სულაც არ ვაპირებდით ბარსელონაში იმისთვის ჩასვლას, რომ მათთვის ბოლომდე დაგვესხა თავს ლაფი. მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების 75 % "ბარსელონას" ფებხურთელებით იყო დაკომლექტებული. ჩვენ კი შევძელით მათი დამარცება.
ძნელი იქნება კრიშტიანო რონალდუს ხელმძღვანელობა?
სიძნელე იმაშია, რომ მას ისეთი პოზიცია უნდა მოვუძებნოთ, სადაც ის თავს ისე იგრძნობს, როგორც თევზი წყალში. ვფიქრობ გუნდი ერთი ფებხურთელის გარშემო არასდროს არ უნდა შექმნა. მიუხედავად იმისა, რამდენად კარგია ეს ფეხბურთელი. გუნდი ისე უნდა შეიქმნას, რომ იმ ფეხბურთელებმა, რომლებსაც შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა თავი მშვიდად და კომფორტულად იგრძნონ მოედანზე. კრისტიანურს შეუძლია იყოს საუკეთესო, იმიტომ რომ ის ფანტასტიკური ფეხბურთელია, რომელიც ჩვენ ბევრ სასიკეთო რამეს გაგვიკეთებს.
გაღელვებთ თუ არა მისი პირადი ცხოვრება?
პირველ რიგში ის უმაღლესი დონის პროფესიონალია," მადრიდში" ამბობენ, რომ ის პირველი მოდის საწვრთნელ ვარჯიშებზე და ყველაზე ბოლოს ტოვებს ბაზას. ასევე იმასაც ამბობენ, რომ კრიშტიანუ ყველაზე მეტს მუშაობს. ის , თუ რითია ის დაკავებული შვებულების დროს, არაა ჩემი პრობლემა, რას აკეთებს ის კლუბში და კლუბს გარეთ, აი ესაა ჩემი მთავარი საზრუნავი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდი პროფესიონალია. ვფიქრობ , ჩვენ სესანიშნავი ურთიერთობა გვექნება.
- 19 ივლისი 2010
- 2 254
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.