კონტრაქტი მზად არის - ტონი კროოსი!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ ტონი კროოსის ახალი კონტრაქტი მოამზადა, რომელსაც მხოლოდ ხელისმოწერა სჭირდება, მაგრამ სწორედ არის დიდი პრობლემა...
მოქმედი ხელშეკრულების მიხედვით, ტონი „მერენგების“ სადარაჯოზე 2023 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩეს, ახალი ხელშეკრულებით კი ეს თარიღი 1 წლით არის გახანგრძლივებული.
კროოსს კარიერის დასრულება სურს, „ბლანკოსი“ კი მას თანამშრომლობის 1 წლით გახანგრლძლივებას სთხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ 2023-ის ზაფხულში მასთან და მოდრიჩთან ერთიანად გამომშვიდობება გუნდის ნახევარდაცვას დიდ პრობლემებს შეუქმნის.
„ას“-ის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით კროოსის წარმომადგენლობასთან პირველი აუდიენცია უკვე შედგა.
- 10 თებერვალი 2022
- 2 400
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.