პერესი იოვიჩის შესახებ წინადადებებს მოისმენს
მართალია ლუკა იოვიჩი ზამთარში „რეალში“ დარჩა, მაგრამ ზაფხულში მადრიდის „რეალი“ მის გაყიდვას აპირებს, რადგან აღარ სჯერა, რომ ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლემდე მივა...
სამეფო კლუბში სხვა ფორვარდებზე აკეთებენ აქცენტს, აქედან გამომდინარე, პერესმა ლუკას გაყიდვა გადაწყვიტა.
არსებული ინფორმაციით, „ბლანკოსის“ პრეზიდენტს სერბი თავდამსხმელის გაყიდვა 30-35 მილიონ ევროდ სურს, რამდენიმე წლის წინ კი მასში 60 მილიონი გადაიხადა.
იოვიჩზე პრეტენზიას პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი აცხადებს, მომდევნო სეზონიდან სერბს დიდი ალბათობით ინგლისში ვიხილავთ.
- 10 თებერვალი 2022
- 529
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.