დავიდე ანჩელოტის როლი „რეალში“ იზრდება

კარლო ანჩელოტის შვილი და ასისტენტი დავიდე ანჩელოტი, მადრიდის „რეალში“ ძალიან ბევრს მუშაობს. ესპანური გამოცემების ცნობით, კარლო დავიდეს გარეშე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ იღებს.

დავიდე პასუხისმგებელია ფეხბურთელების ფიზიკურ და გონებრივ სტაბილურობაზე, ასევე მათ ტექნიკურ მახასიათებლებზე. ის ყოველდღიურ რეჟიმში აგროვებს და თავს უყრის ელექტრონულ ბაზას, სადაც მოთამაშეების შესახებ ინფორმაციებია აკუმულირებული.

კარლოს შვილი დიდ დროს უთმობს ახალგაზრდებთან მუშაობას და მათ მენტალურ განვითარებას, ასევე მუშაობს გუნდის ტაქტიკურ მონახაზებსა და ინოვაციებზე.

არსებული ინფორმაციით, სულ მალე დავიდე დიდ ფეხბურთში შემოსვლას გეგმავს, მას „უეფას“ A კატეგორიის ლიცენზია უკვე მიღებული აქვს, „ბლანკოსში“ მიღებული გამოცდილება კი მას დიდ სამსახურს გაუწევს.

მცირე ინფორმაცია დავიდეს შესახებ.

პატარა ანჩელოტიმ კარიერა ფეხბურთელის რანგში დაიწყო, თუმცა 2009 წელს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისა და დაზიანებების გამო დაასრულა, მისი ბოლო კლუბი ბორგომანერო გახლდათ, საიდანაც „მილანის“ 19 წლამდელთა გუნდიდან გადავიდა.

სამწვრთნელო საქმიანობას დავიდე 2013 წლიდან ეწევა, ის მამასთან ერთად ჯერ კიდევ „პსჟ“-ში მუშაობდა, შემდეგ იყო „რეალი“, „ბაიერნი“ და სხვა გრანდები, თუმცა სხვადასხვა სტატუსს ირგებდა, დღეს კი კარლოს პირველი ასისტენტია.

32 წლის სპეციალისტის გავლენა დღევანდელ „რეალზე“ და მის მთავარ მწვრთნელზე ძალიან დიდია.

  • Ramos
  • 8 თებერვალი 2022
  • 1 216
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)