სადიო მანეს ლა ლიგაში გადასვლა სურს
სადიო მანე აფრიკის თასის მოქმედი გამარჯვებულია. „ლივერპულის“ ვარსკვლავმა სენეგალის ნაკრების წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ უმაღლესის კლასის წინახაზელია.
ესპანური გამოცემების ცნობით, სადიოს სეზონის ბოლოს პრემიერლიგის დატოვება და ესპანეთის ლა ლიგაში გადასვლა სურს, რადგან თვლის, რომ მერსისაიდულ კლუბში შესაძლებლობები ამოწურა. მან მოიგო ისტორიული პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა და „ენფილდის“ ქომაგების დიდი სიყვარული დაიმსახურა.
მანეს „ლივერპულთან“ ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისს ეწურება, თუმცა მომდევნო ზაფხულს მისი მომავალი უნდა გადაწყდეს. თუ სენეგალელს ინგლისში დარჩენა აღარ სურს და ახალ შეთავაზებას არ მიიღებს, იურგენ კლოპის ხელმძღვანელობას მისი გაყიდვა მოუწევს, ვინაიდან სხვა შემთხვევაში თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.
ამ ეტაპზე სადიოს ფასი 80 მილიონი ევროა, თუმცა კონტრაქტის ვადის გადასვლასთან ერთად ეტაპობრივად შემცირდება. ესპანეთში მიაჩნიათ, რომ რეალური ინტერესის შემთხვევაში, ფლორენტინო პერესს მისი დამატება 65-70 მილიონ ევროდაც შეეძლება.
მანე ზინედინ ზიდანის ფავორიტიც გახლდათ. ფრანგი ლეგენდა სამეფო კლუბის სათავეში ყოფნის დროს მანეს ითხოვდა, მაგრამ მაშინ „ლივერპულის“ პოზიცია ძალიან მყარი გახლდათ და შეთანხმებას ვერ შედგა.
Goal-ის ინფორმაციით, აფრიკის მოქმედი ჩემპიონის აგენტი ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს და მადრიდის „რეალთან“ ნაყოფიერი თანამშრომლობა სურს.
- 8 თებერვალი 2022
- 1 748
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.