„პსჟ“-ს ჩეფერინის აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს
იმ ფონზე, რომ მადრიდის „რეალსა“ და „უეფას“ შორის სუპერლიგის პროექტთან დაკავშირებით სერიოზული დაპირისპირებაა და სასამართლო დავაც კი მიმდინარეობს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი „პსჟ“-სთან შესანიშნავ ურთიერთობაშია...
ჩერეფინი ალ ჰელაიფისთან მეგობრობს, რადგან „პსჟ“-ს ხელმძღვანელმა სუპერლიგაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ეს პროექტი ფეხბურთის მტერია.
ესპანური გამოცემები მიუთითებენ, რომ „უეფა“ მაქსიმალურად დაუჭერს მხარს პარიზულ კლუბს და „ბლანკოსს“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში დიდი წნეხისქვეშ მოაქცევს.
იმაზე არავინ აპელირებს, რომ მსაჯი მატჩის პერიპეტიებში გადამწყვეტ როლს ითამაშებს, თუმცა არსებობს არაერთი ბერკეტი, რომლითაც „პსჟ“-ზე ხელშეწყობა შეიძლება მოხდეს, ყველაფერს კი 15 თებერვლის დაპირისპირება გვიჩვენებს.
- 7 თებერვალი 2022
- 987
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.