ანჩელოტი მომდევნო თვეებში ისკოს შესაძლებლობების დამტკიცებაში დაეხმარება
კარლო ანჩელოტის ისკო ალარკონთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, რასაც ფლორენტინო პერესი ამ ეტაპზე ეწინააღმდეგება. პრეზიდენტის აზრით, ესპანელმა ნახევარმცველმა „რეალში“ შესაძლებლობები ამოწურა...
ანჩელოტი მომდევნო თვეებში ისკოს ხშირად მისცემს სათამაშო წუთებს და შესაძლებლობების გამოვლენის შანსს. კარლიტოს აზრით, ფეხბურთელის მინიმუმ 2 წლით გახანგრძლივებას იმსახურებს და ამაში გუნდი უნდა დაეხმაროს.
სტატისტიკა, რომელიც ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში აქვს, საპირისპიროს მეტყველებს, თუმცა ფაქტია, რომ მწვრთნელს ალარკონის მიმართ სიმპატიები აქვს.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ისკოს ანგარიშზე მხოლოდ 341 წუთია, შარშანდელ სეზონში 1092 წუთი დაფიქსირდა, ხოლო შარშანწინ 1618 წუთი, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მას სათამაშო დრო ძალიან იშვიათად ეძლევა.
ასევე აღსანიშნავია, რომ კარიერის სტარტზე ალარკონმა „რეალში“ 3200 წუთზე მეტი მიიღო, ხოლო 2014/15 წლებში 3800 წუთს გადააჭარბა და ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.
- 7 თებერვალი 2022
- 751
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.