„რეალის“ ფავორიტი უესლი ფოფანაა
უესლი ფოფანა, რომელიც პრემიერლიგაში საოცრად ასპარეზობს მადრიდის „რეალის“ ფავორიტია. სამეფო კლუბში თვლიან, რომ ანტონიო რუდიგერის შეძენას ფოფანას დამატება სჯობს, რასაც არგუმენტებიც აქვს...
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ უესლისა და რუდიგერს შორის სერიოზული ასაკობრივი სხვაობაა. ანტონიოზე მაქსიმუმ 5 წლიანი გათვლის გაკეთება შეიძლება, ფოფანაზე კი 3-ჯერ მეტის, რადგან ის მხოლოდ 21 წლის არის.
გარდა ამისა აღსანიშნავია ფეხბურთელის ხელფასი. რუდიგერი ასტრონომიულ თანხას ითხოვს, ფოფანა კი გაცილებით ნაკლებზე იქნება თანახმა, სამაგიეროდ მისი პერსპექტივა ყოველწლიურად მზარდი იქნება.
ამასთან ერთად, ფოფანა საწყის ეტაპზე მუდმივად სასტარტო შემადგენლობაში თამაშს არ მოითხოვს, ხოლო რუდიგერს ეს პრეტენზია აუცილებლად ექნება.
დღესდღეობით უესლის ფასი 35-40 მილიონი ევროა, რუდიგერის დამატება კი გუნდს უფასოდ შეუძლია, მაგრამ აქ აღსანიშნავია, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ფლორენტინო პერესს „ჩელსის“ მცველისთვის გაცილებით მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე ფოფანასთვის.
- 7 თებერვალი 2022
- 632
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.