ჰოლანდის მამა მადრიდში არსებულ სიტუაციას და გარემოს სწავლობს
Defensacentral-ის ინფორმაციით, ერლინგ ჰოლანდის მამა დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მომდევნო კლუბი მადრიდის „რეალი“ იქნება, სწორედ ამიტომ უფროსი ჰოლანდი მადრიდში არსებულ გარემოს და სიტუაციას ეცნობა.
უფროს ჰოლანდს აინტერესებს მადრიდი კლიმატი, სამზარეულო, მომავალი საცხოვრებელი ადგილი, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ნორვეგიელი ფეხბურთელის დროულად ადაპტაციაზე იზრუნებენ და ასე შემდეგ.
როგორც სჩანს, ჰოლანდის მამა საქმეს სერიოზულად მიუდგა და „რეალის“ ინტერესის ხელიდან გაშვებას არ აპირებს.
„ას“-ის მიმომხილველის, ედუ კორნახოს ინფორმაციით, ერლინგის სამეფო კლუბში გადასვლა დროის საკითხია და აქ შემაფერხებელი გარემოება მხოლოდ თანხებს ეხება, რომელიც ადრე თუ გვიან მოგვარდება.
- 6 თებერვალი 2022
- 769
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.