„რეალი“ „პსჟ“-ს წინადადებაზე უარს ვერ იტყვის - მარკო პარიზში!
ფრანგული გამოცემების ცნობით, „პსჟ“-ს ხელმძღვანელობა მადრიდის „რეალსთვის“ ისეთ წინადადებას ამზადებს, რომელზეც მადრიდელები უარს ვერ იტყვიან...
70 მილიონი ტრანსფერის ღირებულება, ხოლო 8.5 მილიონი ევრო ფეხბურთელის ხელფასი. კონტრაქტის ხანგრძლივობა 5 წელი.
სწორედ ზემოაღნიშნული წინადადებიდან გამომდინარე, Le10Sport იუწყება, რომ ასენსიოს თვეები მადრიდში დათვლილია და ის კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.
თავის მხრივ, აღნიშნული წინადადება საინტერესო უნდა იყოს ფლორენტინო პერესისთვის, რომელიც მბაპეს იმატებს და ასენსიოსთვის გუნდში ადგილი ისედაც აღარ აქვს.
- 6 თებერვალი 2022
- 3 512
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.