მომდევნო სეზონში „რეალს“ ყველაზე ძვირადღირებული თავდასხმა ეყოლება
კილიან მბაპეს ტრანსფერის შემდეგ მადრიდის „რეალის“ შეტევის ხაზი გაცილებით სოლიდური გახდება, თუმცა ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება სატრანსფერო ღირებულებაც.
ვინისიუს ჟუნიორის ფასი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და სეზონის ბოლოს სავარაუადოდ 115 მილიონ ევროს მიაღწევს.
რაც შეეხება მბაპეს. ის პერესმა შარშან 200 მილიონადაც არ იყიდა, „ბლანკოსში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლის შემდეგ კი მისი ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება.
Transfermarkt-ის მონაცემებით ფრანგი წინახაზელის ფასი 160 მილიონია, ხოლო ბრაზილიელი ვინის 100 მილიონი. გამოდის, რომ ჯამურად ფეხბურთელთა ღირებულება 260 მიაღწევს, რეალურად კი გაცილებით მეტი იქნება.
- 6 თებერვალი 2022
- 830
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.