„რეალის“ გადაწყვეტილება - საბოლოო ცნობა ერლინგ ჰოლანდს!
რამდენიმე ბრიტანული გამოცემის ცნობით, მადრიდის „რეალმა“ ერლინგ ჰოლანდს აცნობა, რომ მის მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავს, მაგრამ თუ მოთხოვნა არ შეიცვლება, ფლორენტინო პერესი ბრძოლას ეთიშება...
„რეალის“ ხელმძღვანელობა ნორვეგიელი ფეხბურთელისთვის წლიურად 30 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს, ასევე უარს აცხადებს მინო რაიოლასთვის ასტრონომიული სატრანსფერო ბონუსის გადახდაზე და თვლის, რომ ერლინგი შედარებით მცირე ციფრებზე უნდა დაფიქრდეს, ვინაიდან მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამშის შესაძლებლობა ეძლება.
Daily Star-ის ცნობით, მადრიდელთა პოზიციამ ფეხბურთელმა უკვე იცის, მისმა წარმომადგენლობამ კი „სიტისთან“, „ლივერპულთან“ და სხვა დაინტერესებულ კლუბებებთან მოლაპარაკებების განახლება განიზრახა.
როგორც სჩანს, „რეალმა“ ულტიმატუმის ენით საუბარი დაიწყო. თუ ჰოლანდს მადრიდში თამაში სურს, პერესი მასში 75 მილიონ ევროს გადაიხდის, მაგრამ მომდევნო 6 წელიწადში მხოლოდ ხელფასის სახით 180 მილიონს არ გაიღებს, თანაც ამას დაემატება დამატებითი გადასახადები და ფეხბურთელის სხვა საჭიროებებისთვის გამოყოფილი თანხები.
- 6 თებერვალი 2022
- 6 458
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.