დავიდე ანჩელოტი კაზემიროს სკამზე დაჯდომას ითხოვს
კარლო ანჩელოტის შვილი და ასისტენტი, დავიდე ანჩელოტი მამას კაზემიროსთან დაკავშირებით მოთხოვნას უყენებს...
დავიდე ფიქრობს, რომ კაზემირო გადაღლილია, რაც მისი თამაშის ხარისხზეც აისახა. გუნდის ლიდერი ვეღარ უძლებს დატვირთვას, რომელიც მასზე მოდის და დასვენებას საჭიროებს.
დავიდე კარლოს მოუწოდებს, რომ „გრანადასთან“ დაპირისპირებაში კაზემირო მოედანზე მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში შეუშვას და სასტარტო შემადგენლობაში გზა სხვა მოთამაშეებს გაუხსნას.
პატარა ანჩელოტის აზრით, კაზემირო „პსჟ“-სთან საკვანძო ფეხბურთელის როლს მოირგებს, სწორედ ამიტომ მოთამაშე პრინციპულ პაექრობას მოწოდების სიმაღლეზე უნდა შეხვდეს.
- 5 თებერვალი 2022
- 1 465
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.